No Ronaldo,BuT No Problem!

სწორედ ეს სათაური და ამდაგვარები მიუძღვნა გუშინდელ მატჩს უცხოურმა საფეხბურთო ვებ-გვერდებმა...


No Ronaldo,BuT No Problem!


100%-ით არავინ იყო დარწმუნებული,რომ მადრიდის "რეალი" შეძლებდა სანტანდერში გამარჯვების მოპოვებას კრიშტიანო რონალდოს გარეშე. ჟოზე მოურინიოს განცხადებით პორტუგალიელი ფეხბურთელის არყოფნა ამბიციებზე ზეგავლენას არ მოახდენდა და ეს ასეც მოხდა. რონალდოს არყოფნა მოედანზე სულაც არ იგრძნობოდა. "რეალმა" შესანიშნავად შეძლო მის გარეშე თამაში და ლამაზი სანახაობა შესთავაზა გულშემატკივრებს. ამ მხრივ განსაკუთრებით პირველი ტაიმი გამოირჩეოდა. მნიშვნელოვან სამ ქულასთან ერთად,ეს მატჩი კიდევ უფრო სასიამოვნო რამესთან იყო დაკავშირებული. "რეალი" გუშინ 109 წლის გახდა და ეს იუბილე გამარჯვებით აღნიშნა.

No Ronaldo,BuT No Problem!


ახლა კი ცოტა დაწვრილებით გავეცნოთ მატჩს...

მადრიდის "რეალმა" პირველივე წუთებიდანვე "სარდინიერო" შტურმით აიღო. "თეთრები" გუნდურად თამაშობდნენ და გამუდმებით წინ მიიწევდნენ. მეთხუტმეტე წუთზე "ბლანკოსის" კარში დარტყმათა მონაგარი 5 იყო,მაგრამ "რასინგის" კარის ხაზს ბურთი არ კვეთდა. 22-ე წუთზე ოზილმა ბურთი ბენზემასა და ადებაიორთან გაათამაშა,შემდეგ მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა,რამდენიმე ფეხბურთელი ეფექტურად ჩამოიტოვა,ემანუელ ადებაიორს გადაცემა გაუკეთა და ტოგოელ ფორვარდს ბურთის ცარიელ კარში გადაგზავნა აღარ გასჭირვებია.

No Ronaldo,BuT No Problem!


"რასინგი" გოლმა გატეხა, პრაქტიკულად დაცვაში ყველაფერი აირია. ამ არეულობით კი "ბლანკოსმა" ისარგებლა. პირველი გოლიდან ზუსტად 4 წუთში ოზილმა კვლავა ისე ითამაშა,როგორც "რეალის" ფეხბურთელს შეეფერება და კარიმ ბენზემა მეკარესთან პირისპირ დატოვა. ფრანგ გოლეადორს კი გოლის გატანა აღარ გასჭირვებია და ტაბლოზე 0-2 დააფიქსირა. "თეთრები" შესვენებაზე ორბურთიანი ჰანდიკამპით გავიდნენ,რაც მათ სიმშვიდის საშუალებას აძლევდა.

No Ronaldo,BuT No Problem!


მასპინძლებმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე პოზიციები გააძლიერა და საწყისი წუთებიდანვე ანგარიშის შემცირებაზე დაიწყეს ზრუნვა. 51-ე წუთზე ალონსომ ჯოვანის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია საჯარიმოში და პენალტიც დაინიშნა. პინილიოსის დარტყმული იკერ კასილასმა მოიგერია და "რასინგს" ანგარიშის შეცვლის უფლება არ მისცა. სანტანდერელებმა კვლავ განაგრძეს მადრიდელთა შევიწროვება,რამაც შედეგი გამოიღო. 70-ე წუთზე იკერთან ერთი-ერთზე დარჩენილმა კენედიმ გოლი გაიტანა და ანგარიში 1-2 გახდა. 5 წუთის შემდეგ კი ანხელ დი მარიამ შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა კარიმ ბენზემას და ამ უკანასკნელმაც "რასინგის" კარის ბადეში მოათავსა ბურთი და მატჩის საბოლოო შედეგი 1-3 დააფიქსირა.

No Ronaldo,BuT No Problem!


იმის გამო,რომ საქმე კარგად მიდიოდა,მოურინიომ ცვლილებები განახორციელა და მოედანზე გამოსვლის შანსი სერხიო კანალესსა და დებიუტანტ ალექსს მისცა. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს პირველი მატჩი იყო "მერენგებში". მართალია მან მხოლოდ 5 წუთი ითამაშა,მაგრამ ეს 5 წუთიც კი დაუვიწყარი იქნება მისთვის. დარჩენილ დროში ყველაზე მნიშვნელოვანი პენალტი იყო,რომელიც ემანუელ ადებაიორმა ვერ გაიტანა.

No Ronaldo,BuT No Problem!


No Ronaldo,BuT No Problem!


No Ronaldo,BuT No Problem!


No Ronaldo,BuT No Problem!


No Ronaldo,BuT No Problem!



აქვე გთავაზობთ გუშინდელ მატჩში გატანილ გოლებს...







სტატიის ავტორი: WIShMASTER dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (12)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)