ლუიშ ფიგუ : ზიზღი და შიში "ბარსელონაში"

ლუიშ ფიგუ : ზიზღი და შიში "ბარსელონაში"
2002 წლის 23 ნოემბერს, შაბათის საღამოს, ბარსელონაში, მორიგი კლასიკოს დროს, დაძაბულობა სუფებდა. მოედანზე პატრულირებდნენ და წმენდნენ გაზონს პოლიციელები შლემებში, მოედანზე, იმ ადგილას, სადაც ღორის თავი დაეცა უამრავი ბუზი ტრიალებდა.ეს დღე უნდა შესულიყო ისტორიაში როგორც "რეალისა" და "ბარსელონას" მორიგი დაპირისპირება, მაგრამ შევიდა მასში როგორც "კატალონიელი გულშემატკივრებისა და ლუიშ ფიგუს დაპირისპირება"


მატჩის მერე "ბარსას" ხელმძღვანელობა უარყოფს საკუთარი გულშემატკივრების დანაშაულს ამ ინცედენტში (ვიღაცამ ლუიშ ფიგუს ღორის თავი ესროლა). "აქ, ბარსელონაში ჩვენ არც კი ვჭამთ გოჭს"-ამტკიცებდა ერთ-ერთი დირექტორი ხოსე მარია მინელია. სხვა დირექტორი, გაბრიელ მასფუროლი, რადიოეთერში, "მადრიდული" პრესაც კი დაადანაშაულა იმაშინ, რომ მათ ადვილად შეიტანეს ის გოჭის თავი სტადიონზე. რაღა თქმა უნდა, "ასსა" და "მარკამ" მალევე მოახდინეს რეაგირება. კვირას დილით მათ გამოუშვეს საკუთარი გაზეთები ფოტოებით : "ას"-ის კაცი : "ვგრძნობდი ზიზღს მოედანზე". "მარკას" კაცი :"ვფიქრობდი, რომ ეს სახალისოც კია".

სიმართლე კი იმაშია, რომ ეს თავი არ იყო ლუიშ ფიგუს მთავარი პრობლემა. ის არაფრითაა ნაკლები ლუდის ბოთლების, სანთებლებისა და მობილურების ტელეფონებზეც კი, რომლებიც იმ საღამოს ტრიბუნებიდან იყრებოდა. "მადრიდის" ზოგი ფეხბურთელი ამტკიცებდა, რომ ხედავდნენ გოლფის ბურთებსა და დანასაც კი, იმ დროს როდესაც სატელევიზიო კამერები Jim Beam-ის ვისკის ბოთლებს ანახებდნენ. იმის გამო რომ სროლა ფეხბურთელის მიმართ დიდი ინტენსიურობით გამოირჩეოდა, რეფერის მატჩის გაჩერება და ფეხბურთელების გასახდელში გადაყვანაც კი მოუწია, თხუთმეტი წუთით. თუმცა, მატჩი შემდგომ გაგრძელდა.

ყველაზე რთული იყო მაშინ, როდესაც ფიგუ თავის ტრადიციულ კუთხურების მოწოდებისაკენ მიდიოდა. წინა ვიზიტის დროს, როდესაც იგი "კამპ ნოუს" ეწვია 2002 წლის მარტში, მას აკურძალეს კუთხურების მოწოდება, მიუხედავად იმისა რომ "რეალის" რიგებში იგი ამას სულ აკეთებდა.

"მარკამ" ამას სირცხვილის დერბი უწოდა", "ასმა" ბლაუგრანას სტადიონს "ბრონკს ნოუ" უწოდა, "ელ პერიდიოკო დე კატალუნიამ" კი ყოველი კუთხურის მოწოდება "ვიეტნამად" შერაცხა. რათა თქმა უნდა, "ბარსელონურ" "ელ მუნდოსა" და "სპორტში" მომხდარის სხვა ვერსია ჩანდა. "სპორტის" სათაური იძახდა : "ფიგო-ჩამშლელი, ადამიანი, რომელმაც "გააფუჭდა დერბი"

ეს გენიალური აზრი განვითარებული იქნა ზემოდან-"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ გულშემატკივრების გაღიზიანებაში დაადანაშაულა თვით...თავად ფიგუ.

"იგი კუთხურების მოსაწოდებლად ნელა მიდიოდა, შემდგომ ისევე ნელა იღებდა ბოთლს და უბრუნდებოდა ბურთს.. და ყველაფერი ეს სპეციალურად, მსაჯი არაფერს აკეთებდა ამის შესაჩერებლად. არბიტრი იძულებული იყო ეჩვენებიდა ფიგუსთვის მეორე ყვითელი ბარათი დროის გაყვანისთვის"-იტყვის მატჩის მერე "ბარსელონას" მწვრთნელი ლუი ვან გალი.

"მას დახმარება შეეძლო, კუთხურების მოწოდებების შეწყვეტით"-უფრო დარწმუნებით საუბრობს ხავი (იგივე ჩავი, იგივე შავი..იგივე გოშა, გოგა, ჟორა) ერნანდესი. მაშინდელი "ბარსას" პრეზიდენტი ჟოან (ჟუან) გასპარი აცხადებს :" მე არ ვაპირებ ამაზე საუბარს, მაგრამ ფიგუს პროვოკაცია აშკარა და თვალშისაცემია. მე არ მივიღებ ხალხს, რომლებიც ჩემთან სახლში მოდიან და პროვოცირებენ". "ბარსას" დირექტორი ბრუხერასი, ამავდროულად უსვამს ხაზს უკმაყოფილო ხელმძღვანელობის "კვნესას":ფიგუ სიცრუით ცხოვრობს.. იგი გულშემატკივრებს უკვე ორი წლის მანძილზე პროვოცირებს".

"თუ შენ ღორი ხარ, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ შენ ღორის თავს გესვრიან"-განაცხადა "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ხრისტო სტოიჩკოვმა, რომელიც "მადრიდის" გულშემატკივრებისთვის თვითონ უფრო გავს ღორს, ვიდრე გოჭს(თქვენ ხომ იცით მის ურთიერთობაზე "რეალთან"?).

სიმართლეა, რომ ფიგუ არ ჩქარობდა კუთხურების მოწოდებას, ჩერდებოდა ბოთლის ასაღებად, მან ერთხელაც გაუღიმა, თითქოსდა "გამომწვევად", გულშემატკივრებს. მატჩის მერე პორტუგალიელი გაკვირვებული იყო კომენტარებით, რაც შეეხება ვან გალს, მან თქვა :"იგი არასდროს არაფერს ამბობდა, როდესაც ჩემი მწვრთნელი იყო 2 წლის მანძილზე. მაგრამ მე ხომ იგი არაერთხელ ვიხსენი"

მადრიდში კატალონიურ პრესას ადანაშაულებდნენ, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში აცხადებდა, რომ ამჯერად პუბლიკას "მოღალატე" ლუის ფიგუს კონცერტს მოუწყობს, ამით იგი აცხარებდა კატალონიელების ზიზღს პორტუგალიელისადმი.

მთელმა ამ აურზაურმა ერთ მხრივ გახადა ფიგუ უფრო დიდ გმირად და მეორე მხრივ უფრო დიდ მოღალატედ. "ელ მუნდოც" კი მატჩის მერე აღიარებს, რომ ფიგუ შესანიშნავი იყო:"ფიგუმ უნდა იამაყოს, რომ ბრძოლა მოიგო". მატჩის მერე ყველა ლაპარაკობდა თავებზე, ღორებზე, ფიგუზე, კულეებზე, მაგრამ არავინ საუბრობდა ტაქტიკურ სქემებსა, განხორციელებულ სვლებსა და ზოგადად თამაშზე.

ისტორიაში, ღორის თავიც, კულეების ზიზღიც და ამ დერბის დაძაბულობაც-უბრალო ლამაზი ეპიზოდია. ლუის ფიგუ წავიდა "ბარსადან", რათა შევიდეს "მადრიდის" ისტორიაში, როგორც პირველი გალაქტიკოსი.

ა ხო, ლამის გამომრჩა. მატჩი 0-0 დასრულდა. მაგრამ გაიხსენებდნენ თუ არა მის შესახებ დღესაც, რომ არა :"ფიგუ-კულეები"? იყო კი საერთოდ იმ საღამოს ფეხბურთი?

ბარსელონა-მადრიდის რეალი - 0 : 0

"ბარსელონა" ბონანო, რაიციგერი, დე ბური, პუიოლი, კოკუ, ხავი, გაბრი, მენდიეტა, მოტა (ოვერმარსი 82), რიკელმე (სავიოლა 90), კლიუივერტი.

მადრიდის "რეალი": კასილასი, სალგადო, პავონი, ელგერა, რობერტო კარლოსი, კამბიასო, სოლარი (რაულ ბრატო 60), მაკელელე (მაკმანამანი 63), ფიგუ, რაული, გუტი (მინამბრესი 83)

ბარსელონა. 98 152 მაყურებელი..

ლუიშ ფიგუ : ზიზღი და შიში "ბარსელონაში"


dle 10.1

  • n1ka
  • 7 მარტი 2011
  • 5569
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (19)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)