ალექს ფერნანდესის დებიუტიც შედგა

ალექს ფერნანდესის დებიუტიც შედგა
ჟოზე მოურინიომ ახალგაზრდა გუნდის ფეხბურთელ ალექს ფერნანდესს, კვირას "რასინგის" წინააღმდეგ პირველ გუნდში დებიუტის შანსი მისცა. ესპანელი გახდა აკადემიის მეექვსე ფეხბურთელი ამ სეზონში, რომელსაც მოურინიომ დებიუტის შანსი მისცა. აქამდე მთავარ გუნდში დებიუტი ხუან კარლოსს, მატეოსს, ადანს, სარაბიასა და მორატას ჰქონდათ.


"რასინგთან" მატჩის 88-ე წუთზე, ჟოზე მოურინიომ მესუტ ოზილის დასვენება და მის ნაცვლად ახალგაზრდა ალექს ფერნანდესის გამოშვება გადაწყვიტა. ნახევარმცველი პირველად იქნა შეყვანილი პირველი გუნდის განაცხადში პორტუგალიელი მწვრთნელის მიერ, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ ფერნანდესი გუნდთან ერთად წინასასეზონო მომზადებისას ლოს-ანჟელესში იმყოფებოდა.

ხუან კარლოსი პირველი იყო იმ ექვსთაგან, რომლებსაც წელს ჰქონდათ დებიუტი. ეს მოხდა მეექვსე ტურში "დეპორტივოს" წინააღმდეგ. გარემარბს მოედანზე 12 წუთის ჩატარების საშუალება მიეცა და მან ბერნაბეუზე შეკრებილ ხალხს რამოდენიმე ულამაზესი ფინტი შესთავაზა.

წელს ისე დაემთხვა, რომ სამ კანტერანოს ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდა დებიუტი. მატეოსს, რომელიც ახლა იჯარის წესით ბერძნულ "აეკში" იმყოფება, დებიუტი ამსტერდამ არენაზე ჰქონდა ჰოლანდიაში(0-4), იმ დროს როდესაც ადანსა და სარაბიას მეტად გაუმართლად, რადგან მათი დებიუტი ბერნაბეუზე შედგა, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში "ოსერის" წინააღმდეგ (4-0). "მეორე რაულს" კი, პირველი რაულის მსგავსად დებიუტი, "სარაგოსაში", ლა რომარედას სტადიონზე ჰქონდა. საუბარი რაღა თქმა უნდა ალვარო მორატაზეა.

ალექს ფერნანდესის დებიუტიც შედგა
dle 10.1

  • n1ka
  • 7 მარტი 2011
  • 1807
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)