სიცოცხლესა და სიკვდილს შორის

სიცოცხლესა და სიკვდილს შორის
ის, რასაც ჩვენ ესპანეთის ჩემპიონატს ვეძახით-სინამდვილეში სამი სხვადასხვა კვალიფიკაციის გათამაშებაა: ტიტულისთვის მებრძოლეების კლასიფიკაცია; ევროპაში მოგზაურობის მეოცნებეების კლასიფიკაცია და მესამე-სიცოცხლისთვის (ლა ლიგაში დარჩენისთვის) მებრძოლეების კლასიფიკაცია. ორი მათგანი-მხოლოდ და მხოლოდ ქაფია ტურნირის კათხაში. მესამეს-აგონიის ლიქორადიული პულსი აქვს : ეს არის გემის დამსხვრევის ნაადრევი მოლოდინი, როდესაც მსხვერპლი იწყებს პანიკურ სირბილს გემის ირგვლივ, გადამრჩენი ჟილეტის ძებნაში.


უკანასკნელის მეშვეობით ჩენ დავრწმუნდით იმაში, რომ სპორტში დრამის ყველანაირი სახეობა არსებობს. დღეს შენ ფულისთვის თამაშობ;ხვალ კი სიცოცხლისთვის. ასე მოხდა, რომ უკანასკნელ მატჩებს "რეალი" მართავს უკანასკნელი, პანიკური ჯგუფის გუნდებთან"-დაწყებული "ლევანტეთი", გაგრძელებული "დეპორტივოსა" და "მალაგით" და დასრულებული "რასინგით". ისე ხდება, რომ "სამეფო გუნდი" დიდ პრობლემებს განიცდის, მათთან სტუმრობისას. მოურინიოს გუნდმა დღემდე ვერ ისწავლა, გასვლაზე ისე თამაში, როგორც ამას სახლში აკეთებს, მეტიც, გუნდი ამის ნახევარსაც ვერ აკეთებს.

მწვრთნელის შეცვლის შემდგომ სანტანდერული კლუბი ცოტათი წამოიწია, და აუთსაიდერს 8 ქულით უსწრებს, მაგრამ კვლავაც დადის იმ ლაბირინთში, რომელიც მას ჩვევია: ახლა ის ყველაზე სწრაფი თოლიაა სარდინეროს პლიაჟზე, ხვალ კი-ყველაზე ნელი კუ. მაგრამ საკუთარ კედლებში პუბლიკა მათ აფრთოვანებს.

ორივე გუნდმა გადაიტანა ქაოსური უაზრობების კვირა, არ არის მნიშვნელოვანი მათ ტიტულისთვის ბრძოლა ამოძრავებს თუ ჟანგბადის ბალონის მოპოვების სურვილი; თავბრუდამხვევი გამოწვევა თუ უცნობი რეალობა ახალ მწვრთნელთან ერთად; "მადრიდი" მზად არის ბრძოლის გაგრძელებისათვის, "რასინგში" კი მზად არიან თავიანთი რევოლვერის ჩასადებიდან ამოღების, ერთადერთი ტყვიის დატენვასა და გასროლისათვის. იმის მერე, რაც "რასინგი" ალისაედური გახდა, ისინი ცოტათი გაბედნიერდნენ, თითქოს როგორც იქნა კბილის ტკივილის გარეშე ცხოვრობენ. "ჩვენ შეგვიძლია "მადრიდის" დამარცხება"-წაუმღერებენ ალი საედი და მარსელინო ორხმად. მათ წაუძღვება დაუღლელი მუნიტისი-ჩვენი ძველი მშრომელი ბიჭი.

პედრო ფეხბურთში მოვიდა და ამით, მეთევზეების უდიდესი დინასტია დაამხო, რომლებიც თავის საქმეს ბისკაისის მალზე აკეთებდნენ. მისი ძლიერი ფეხები, ჩაწეული გეტრები და შუასაუკუნეების მებრძოლის შეხედულება, თითქოს იგი ფულს თავისი კუნთების დემონსტრაციით შოულობდა. შესაძლოა, მას ჰქონდა ყველაზე უხეში შესახედაობა მადრიდელი ჩემპიონების გუნდში.

ეს "მეტრა-ნახტომში" კაცი ფეხბურთში მოვიდა, ხელი სტაცა იარაღს და მკვლელების მოკვლის მაგივრად დაუწყო სროლა ყველაფერს, რაც კი მოძრაობდა. მუნიტისის ძალა-მის უბრალოებაში, სიამაყესა და შრომისმოყვარეობაშია. ისევე როგორც "რასინგისა" და მათი ფეხბურთის. dle 10.1

  • n1ka
  • 5 მარტი 2011
  • 2001
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)