გონსალო იგუაინის სრული ინტერვიუ

გონსალო იგუაინმა ინტერვიუ მისცა RealmadridTV–ს, სადაც ისაუბრა ტრავმაზე, აღდგენით პროცესზე და მის ოცნებებზე.+ვიდეო


როგორც ცნობილია მაილი საირუსის სიმღერა "The Climb" თქვენი ფავორიტია, ამ სიმღერაში საუბარია მძიმე შრომის შედეგად ოცნებების ახდენაზე.




დიახ, მე ეს სიმღერა რამოდენიმე კვირის წინ მოვისმინე, შემდეგ მისი ტექსტის ესპანური თარგმანიც ვიშოვე. მე ამ სიმღერის მოსმენისას საკუთარი თავი წარმომიდგება ხოლმე, ვინაიდან მგონია რომ ეს სიმღერა ჩემში ზის. ყველამ იცის, რომ მას შემდეგ , რაც "მადრიდის რეალში" მოვედი მუდამ ბრძოლაში ვარ, იმისთვის რომ საკყთარი შესაძლებლობები ყველას დავანახო. იმ დონემდე მოსაღწევად, რა დონეზეც ამჟამად ვარ, ძალიან ბევრი ვიშრომე. იმედი მაქვს, მომავალშიც გავაგრძელებ მუშაობას და ჩემ მიზნებს ამ კლუბთან ერთად მივაღწევ.


გონსალო იგუაინის სრული ინტერვიუ


ფიქრობთ თუ არა, რომ "მადრიდის რეალში" ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლა, კლდეზე ცოცვას გავს?

დიახ, მე კლდეზე ცოცვამ მომიწია, ზოგ ადგილას ძალიან მძიმედ ავედი, ზოგან კი შედარებით უფრო ადვილად. საბედნიეროდ, მე ჩემი ოჯახი, მეგობრები, კლუბი და გულშემატკივრები მედგნენ გვერდზე. ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიე, მაგრამ ამავდროულად ვიცი, რომ ჯერ კიდევ მჭირდება განვითარება და წინსვლა იმისთვის, რომ მივაღწიო იმ მიზნებს, რაც დასახული მაქვს.

შენი ოცნება ამჟამად "მადრიდის რეალში" თამაშია?

რა თქმა უნდა, ამაში ეჭვი ნურავის ნუ შეეპარება. სხვა პირადი მიზნებიც მაქვს, მაგრამ პირველ რიგში, ერთადერთი, რაც ამჟამად მინდა, მხოლოდ "მადრიდის რეალის" ღირსების დაცვაა. მინდა ვისიამოვნო სპორტის იმ სახეობით, რომელიც პირადად ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვიმედოვნებ, რომ ეს მალე მოხდება.

გონსალო იგუაინის სრული ინტერვიუ


რას ფიქრობ, როგორი იქნება შენი პირველი თამაში? წინათ მითხარი, რომ იმედი გაქვს, ეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოხდება...

რა თქმა უნდა , ასეც იყო. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ტრავმის შემდეგ პირველი თამაში საკუთარ მოედანზე ითამაშოს, რათა ბოლომდე იგრძნოს გულშემატკივართა მხარდაჭერა. იმედი მაქვს, ჩემთანაც ასე იქნება. მე ძალიან ბევრს ვმუშაობ "სანტიაგო ბერნაბეუზე" დასაბრუნებლად, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს მხარდამჭერს, სამედიცინო შტაბს, კლუბს და რა თქმა უნდა, თანაგუნდელებს. მხარდაჭერა, რომელსაც მე მოედანზე ვღებულობდი, განვითარებაში მეხმარებოდა...

რა იყო ყველაზე თბილი სიტყვა, რომელიც შენთვის უთქვამთ, როცა "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიდიოდა თანაგუნდელების თამაშის სანახავად?

სიმართლე გითხრათ. ძნელია რომელიმე მათგანის გამორჩევა, ვინაიდან მე ძალიან ბევრ თბილ და სამახსოვრო სიტყვებს ვღებულობდი გულშემატკივრებისგან და არამარტო მადრიდისტებისგან. ეს ყველაფერი მეუბნება , რომ ხალხი პატივს მცემს და მაფასებს. არცერთი უარყოფითი კომენტარი არ მომისმენია და ეს ძალიან მახარებს. იმედი მაქვს, თითოეულ მათგანს სამაგიეროს ჩემი კარგი თამაშით გადავუხდი.


გონსალო იგუაინის სრული ინტერვიუ


რას ფიქრობ, როგორი გრძნობა დაგეუფლება, როცა ნახავ, რომ შენ "სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკა ფეხზე დამდგარი და ოვაციებით გეგებება?

ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე. როცა ვფიქრობ, თუ როგორი იქნება ჩემი დაბრუნება, როგორ აღვნიშნავ პირველ გატანილ გოლს, როგორ მიმიღებს მაყურებელი, ყოველივე ეს მეხმარება უფრო მყარად და მომზადებულად ვიყო, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურადაც. ძალიან მიხარია ჩემი რეაბილიტაციის პროცესი დაჩქარებულად რომ მიმდინარეობს.

მოდი რეალურ იგუაინზე ვილაპრაკოთ. მოედანზე ძალზედ სერიოზული და კონცენტრირებული ხარ, მაგრამ, როგორც ამბობენ, გასახდელში ძალიან ბევრს ხუმრობ. ეს სიმართლეა?

საწვრთნელ ვარჯიშებზე ყოველთვის 100%–ით ვიხარჯები. ეს იმისთვის, რომ კლუბისა და თანაგუნდელების დახმარება შევძლო. ფეხბურთი მიყვარს და ეს სიამოვნებას მანიჭებს...მაგრამ ფეხბურთელობის გარდა, ადამიანიც უნდა იყო...მიყვარს სახლში ყოფნა, მეგობრების სადილად დაპატიჟება, გიტარის დაკვრა...დასვენება მიყვარს, მომწონს, როცა დედაჩემთან დიდ დროს ვატარებ. ამჟამად ის მადრიდშია და მე ძალიან მიდგას გვერდში, რაც მახარებს და მაძლიერებს. მინდა აქედან მოვიკითხო ჩემი ის მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებიც ამჟამად არგენტინაში არიან. მე მათ ისე ხშირად ვერ ვნახულობ, მაგრამ მიუხედავად ამისა, თითოეულ მათგანს უდიდეს პატივს ვცემ. მე ყველა მახსოვს. ცხოვრება ასეთია... არავის არ დაუძალებია ჩემთვის ფეხბურთელობა. მე მიყვარს ეს სპორტი და ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. ვიცი, თუ რასაც ვაკეთებდი არგენტინაში ყოფნის დროს. ვიცი, რომ ვერ შევძლებ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე და დაბადების დღეებზე ჩემს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ყოფნას, მაგრამ მე გავიზარდე, როგორც პიროვნება და შევეჩვიე ამგვარ რაღაცეებს. ვამბობ იმას, რასაც ვგრძნობ და ვხედავ. ზოგჯერ იმპულსური და ემოციური ვარ, ამიტომ ზოგჯერ შეცდომებსაც ვუშვებ. მაგრამ როგორც წესი, შემდეგ ყველაფერს თავის ადგილზე ვაყენებ. მიუხედავად ყველაფრისა, რაც მომწონს საკუთარ თავში ესაა ის, რომ ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ, მაგრამ თუ ვინმე ცუდად შეეხება ჩემს პიროვნებას, მაშინ რეაქციაც შესაფერისი მაქვს.


გონსალო იგუაინის სრული ინტერვიუ


ოდესმე ეჭვი თუ შეგპარვიათ იმაში, რომ "მადრიდის რეალში" წარმატებას მიაღწევდით და გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი გახდებოდით?

როცა "მადრიდის რეალი" არგენტინაში ჩემთან კონტრაქტის გასაფორმებლად ჩამოვიდა, ეს დაუჯერებლად მეჩვენა. "რივერ პლეიტის" შემადგენლობაში პირველ დივიზიონში დიდი ხანი არ მქონდა ნათამაშევი და როცა მითხრეს, თუ ვინ იყო ჩემით დაინტერესებული, სიმართლე გითხრათ, არ დავიჯერე. არც მომდევნო დღეს მჯეროდა, როცა კიდევ ერთხელ მითხრეს ამის შესახებ.

მამაშენი სულ ლაპარაკობს იმ დროზე, როცა ის შენს ტრანსფერამდე რამოდენიმე თვით ადრე "სანტიაგო ბერნაბეუს" ეწვია. გვითხარი უფრო მეტი ამის შესახებ.

ეს იყო ტური "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე. მან ჩვენ ამ მოგზაურობის ამსახველი ვიდეო გამოგვიგზავნა


გონსალო იგუაინის სრული ინტერვიუ


რას ფიქრობთ ამჟამინდელ შემადგენლობაზე? ფიქრობთ თუ არა, რომ ახალმა შენაძენებმა კლუბი გააძლიერეს?

შეხვედრების ანალიზი არ მიყვარს, ვინაიდან ჩემთვის ძალიან ძნელია, როცა არ ვთამაშობ მაშინ შეხვედრისთვის თვალის დევნება. ზოგჯერ როცა კლუბი იგებს, მაშინაც თავს ცუდად ვგრძნობ, ვინაიდან იმ მომენტში თანაგუნდელების გვერდით არ ვარ. საერთო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ საგრძნობლად გავძლიერდით. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალთან ახლოს ვართ. ლა ლიგაში "ბარსელონას" რამოდენიმე ქულით ჩამოვრჩებით და გვჯერა, რომ მათი დაწევა შეგვიძლია. ასევე წინ კოპა დელ რეის თასი გველოდება. ანუ, კვლავ შეგვიძლია სამივე ტიტულის მოგება. ასე რომ კარგ ფორმაში ვართ.

ბევრი ფიქრობს, რომ თქვენ სეზონს სიბელესზე აღნიშვნით დაასრულებთ, რას ფიქრობთ, შეუძლია "მადრიდის რეალს" ამის გაკეთება?

იმედი მაქვს ასე იქნება. ეს ისაა, რაც გვინდა.


თავდამსხმელებზე რას იტყვით? ადებაიორსა და ბენზემას განსხვავებული თამაშის სტილი აქვთ...

ორივე მათგანი "მადრიდის რეალში" მას შემდეგ მოვიდა, რაც სხვაგან დაამტკიცეს საკუთარი სიძლიერე. ისინი კარგად ადაპტირდნენ. ადებაიორი დიდი ხანია, რაც აქ არაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კარგად ირჯება. კარიმი ამტკიცებს, რომ მას "მადრიდის რეალში" თამაში სურს. მოხარული ვარ, რომ ისინი ჩემი თანაგუნდელები არიან და როცა დავბრუნდები იმედი მაქვს, სამივე ერთად დავეხმარებით კლუბს წარმატების მიღწევაში...

შეხვედრებს ფეხბურთელთა ლოჟიდან ადევნებთ თვალს? შედიხართ თუ არა გასახდელში თამაშის წინ?

გასახდელში თამაშის დაწყებამდე ჩავდივარ. ამის შემდეგ მივდივარ ფეხბურთელთა ლოჟისკენ და იქიდან ვადევნებ თვალს მატჩების უმრავლესობას. თამაშის დასრულებამდე ხუთი ათი წუთით ადრე კი გასახდელში ვბრუნდები, რათა კიდევ ერთხელ მივესალმო ჩემს თანაგუნდელებს. ამის შემდეგ სახლში მივდივარ.


გონსალო იგუაინის სრული ინტერვიუ


შენადმე სხვა სტუმრებსაც ვესაუბრე სიბელესზე. მოურინიომ თქვა, რომ წარმოიდგენს თუ როგორ ზეიმობს იგი ამ ადილზე გამარჯვებას, კასილასმა აღნიშნა, რომ როცა ამ ადილას გადის ხასიათი ეცვლება, რამოსმა თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს აქ საზეიმოდ. შენ როგორ გრძნობ თავს, როცა Paseo de la Castellana–ს გადიხარ და სიბელესს უყურებ?

შეუძლებელია ამ ადგილზე გრძნობის გარეშე გაიარო. მე გამიმართლა და აქ ორი ტიტული ვიზეიმე. მესმის სერხიო რამოსის, ვინაიდან შეუდარებელია, როცა ხალხით სავსე მოედანს ხედავ, ეს გეხმარება იმის აღსაქმელად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს კლუბი მათთვის. საოცარია, თუ რაოდენ აუცილებელია ტიტულები ფეხბურთში. საამაყო და აღმამფრენი გრძნობაა, როცა ღია ავტობუსით მოძრაობ ირგვლივ კი მილიონობით კლუბის სიყვარულით აღსავსე ხალხი გეხვევა იმის გამო, რომ შენ რაღაცას მიაღწიე.

გვითხარი ორიოდე სიტყვა მოურინიოზე.

სიმართლე გითხრათ, ჩემი აზრით მოურინიოსთან მუშაობას ნებისმიერი ფეხბურთელი ინატრებდა. მან ეს ყველაფერი დაიმსახურა, ძლიერი პიროვნებაა, რომელიც ძალიან ზრუნავს საკუთარ ფეხბურთელებზე. მე მისი მადლობელი ვარ, ვინაიდან ამ სეზონში ის სულ გვერდით მედგა. იმედი მაქვს, მის დახმარებას ჩემი კარგი თამაშით მალე შევძლებ.

რა არის თქვენი მიზანი მიმდინარე სეზონში?

პირველი მიზანი თამაშია. პეპე და კაკა , რომლებსაც ასევე ბევრი გაუცდათ ტრავმის გამო, მამშვიდებენ და მეუბნებიან, რომ მოთმინება გამოვიჩინო.

ვიცი, რომ გსურთ , რაც შეიძლება მალე დაბრუნდეთ "სანტიაგო ბერნაბუზე" და რაც მთავარია, მრავალ მადრიდისტას სურს თქვენი დაბრუნება...

დიდი მადლობა... ძალზე კარგი და სასიამოვნო ინტერვიუ გამოვიდა. მინდა მოედანზე გავიდე, გოლები გავიტანო და ვუყურო, როგორ ზეიმობს ხალხი ჩემთან ერთად. მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა.


გონსალო იგუაინის სრული ინტერვიუ


ეს კი ამ ინტერვიუს ვიდეოვერსია



წყარო: RealMadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 5 მარტი 2011
  • 2367
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)