"კლუბის პატივისცემის მიზნით, აღარავის გავაკრიტიკებთ"

"კლუბის პატივისცემის მიზნით, აღარავის გავაკრიტიკებთ"
მოურინიოს მატჩისშემდგომი ინტერვიუ As-თან


-როდის მიხვდით, რომ თქვენმა გუნდმა გამარჯვებას მიაღწია?

-როდესაც ანგარიში 4-0 გახდა, თან იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს, რომელსაც ვეთამაშებოდით ორ დღეში გადამწყვეტი დერბი აქვს ჩასატარებელი, ლოგიკურია, რომ მატჩი უკვე დასრულებული იყო. ამიტომ მე ცვლილებები გავაკეთე, მივეცი 30 წუთი გაგოს და კანალესს, მაგრამ ინსტრუქციები არ დამიბარებია, რადგან მატჩი უკვე მოგებული იყო.

-პელეგრინიმ თქვა, რომ სპეციალურად დატოვა ძირითადის ფეხბურთელები..


-მე მისი სიტყვები არ მეჩვენება თავის გამართლებად, ეს რეალობაა, რადგან ორშაბათს ისინი მათ ფინალი ითამაშეს, კვირას კი კიდევ ერთი ფინალი ელით.

-როდემდე მოითმენთ კრიტიკას თქვენს მიმართ?

-დიდი ხანია ფეხბურთში ვარ და ყველაფერს მიჩვეული ვარ, ყველაფრისთვის მზად ვარ..როდესაც ერთხელ გირტყამენ, შენ უკვე მეორე დარტყმისათვის ემზადები. მაგრამ როდესაც შენ 50 ან 60-ჯერ გირტყამენ, მაშინ უკვე ყველაფრისთვის ხარ მზად.

-როგორ გაანალიზებთ კრიტიკას, რომელიც დაგესხათ მას შემდეგ, რაც "მალაგაზე" გააკეთეთ განცხადება?

-"მალაგას" და მისი ფეხბურთელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე ტყუილის გარეშე ვუპასუხე. თუ შეეკითხები საუკეთესო მწვრთნელებს, წავლენ თუ არა ისინი "მალაგაში" "რეალის" შემდეგ და ისინი დადებით პასუხს გასცემდნენ, ეს ტყუილი იქნება.. ისინი არ წავლენ, რადგან წვრთნიან საუკეთესო კლუბებს. მაგრამ, თუ მე "მალაგას" წინაშე ბოდიში უნდა მოვიხადო, ამას გავაკეთებ.

-კრიშტიანუს ტრავმა-ნეგატიური სიახლეა?

-სერიოზული ტრავმა "მალაგას" ფეხბურთელს ქონდა, რომელიც საკაცეთი გაიყვანეს, ეს არის მატჩის ნეგატიური მომენტი. კრიშტიანუს კი, თუკი რამე აქვს, ეს ძალიან მცირე დაზიანებაა. ტრავმა არ არის სერიოზული.

-კვლავ თვლით, რომ კალენდარს "რეალის" ინტერესების საწინააღმდეგოდ ქმნიან?

-ამაზე საუბარი აღარ მსურს. ვისაც უფლება აქვს, ის აკეთებს იმას, რაც სურს. ჩვენთან მოვიდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ვეთამაშებით ოთხშაბათს-"ლიონს", შაბათს კი-"ატლეტიკოს". არ ღირს ამაზე საუბრის გაგრძელება. ამ დიადი კლუბის საპატივცემულოდ ამაზე საუბარი უნდა გაწყდეს. ყველა ჩუმად არის, ჩვენს გარდა, ამიტომ დროა ჩვენც მოვკეტოთ.

-წლის ბოლოს წასვლის ვარიანტს განიხილავთ?

-სეზონის ბოლოს, თუ ხელმძღვანელობა ჩემით უკმაყოფილო იქნება, ყველაფერი მარტივად მოხდება. თუ მოუნდებათ წავალ. ჩვენ დავრჩემით მეგობრებად და როდესმე მე აქ სხვა მწვრთნელის რანგში დავბრუნდები.

-გაღიზიანებთ, რომ ამდენი ხალხი გაკრიტიკებთ?

-ჩემი სამყარო-სხვა სამყაროა. ეს არ არის ფეხბურთი. ფეხბურთი კი ჩემი პროფესიაა.

-ნანობთ, კრიშტიანუ რომ არ შეცვალეთ?

-არა, რადგან მე სამი ფეხბურთელი შევცვალე, რომლებსაც დასვენება ჭირდებოდათ. ტრავმა დაღლილობას არ მოჰყოლია.

ინფორმაციის წყარო: As.Com
dle 10.1

  • n1ka
  • 4 მარტი 2011
  • 1954
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)