რაული:"ეს მშვენიერი მომენტია ჩემს ცხოვრებაში"

რაული:"ეს მშვენიერი მომენტია ჩემს ცხოვრებაში"
რაულის გოლმა "შალკე" გერმანიის თასის ფინალში გაიყვანა."მე ძალიან ბედნიერი ვარ. მატჩის მსვლელობისას თავს კარგად ვგრძნობდი და გუნდის უამრავ ქმედებაში ვიღებდი მონაწილეობას, ჩვენ მოედანზე ყველაფერი დავტოვეთ"-თქვა თავდასხმელმა.


რაულ გონსალეს ბლანკო, "შალკე-04"-ის ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი.. თანაც გერმანიის მთავარ გრანდ, "მიუნხენის ბაიერნის" კარში.ამ გოლის მეშვეობით გუნდი ფინალში გავიდა და რაულს შანსი აქვს მოიგოს მისი პირველი გერმანული თასი (გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაულს ესპანეთშიც კი არ აქვს ესპანეთის თასი მოგებული).. 21 მაისს ბერლინში ფინალი გაიმართება. რაულმა მატჩის მერე თქვა, რომ გამარჯვება "შალკეს" გულშემატკივრებს მიუძღვნა, რომლებიც მიუნხენში ჩაფრინდნენ და შეძლებისდაგვარად უჭერდნენ გუნდს მხარს".

"გუნდისთვის ეს უმნიშვნელოვანესი გოლი იყო. უბედნიერესი ვარ. მე ამ მატჩში თავს კარგად ვგრძნობდი და გუნდის ბევრ ქმედებაში ვიღებდი მონაწილეობას, მოედანზე სრულიად დავიხარჯეთ. ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობდით და გამარჯვებასაც მივაღწიეთ, ამის იმედი გვქონდა"-გაუსვა ხაზი რაულმა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი ფინალში მეორე დივიზიონის გუნდ, "დუისბურგს" შეხვდება, რაულმა საკმაოდ ფრთხილად ისაუბრა ამაზე."ისინი ფინალში ტყუილ-უბრალოდ არ გავიდოდნენ. უნდა პატივი ვცეთ მეტოქეს და ყურადღებით ვიყოთ. ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია. ბერლინში იმედიანად მივდივართ. ეს ჩემთვის ძალიან ბედნიერი მომენტია, მე თამაშისგან ს იამოვნებას ვიღებ, რადგან მოედანზე ატმოსფერო არაჩეულებრივია. ბედნიერებაა "შალკეში" თამაში და თამაშით სიამოვნების მიღება"-თქვა რაულმა, რომელმაც თავის კარიერაში პირველად ითამაშა მიუნხენის სტადიონ "ალიანც არენაზე".

33 წლის ასაკში 16 ტიტულის მიუხედავად რაული ძალიან ბედნიერად გამოიყურება:"ბედნიერნი ვართ, ფინალში მოხვედრით და რა თქმა უნდა მის მოგებას ვეცდებით". ასევე მან მისი გუნდის მეკარე შეაქო:"ნოიერმა დაამტკიცა, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში. მან შესანიშნავად ითამაშა" dle 10.1

  • n1ka
  • 4 მარტი 2011
  • 1802
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)