რობენი:"არ მსურდა მთელი სეზონი სკამზე გამეტარებინა"

არიენ რობენმა ისევ მისცა ინტერვიუ თავისი "რეალიდან" წასვლის შემდეგ.მისი თქმით,მას ეშინოდა,რომ მოუწევდა მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება.სწორედ ამიტომ მიიღო "ბაიერნის" წინადადება.


"ზაფხულში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი და არ მსურდა მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გამეტარებინა. მე თამაში მსურდა. ჩემი სიტუაცია "რეალში" ისეთი იყო, რომ გადავწყვიტე განმეხილა სხვა კლუბების წინადადებები. შემოთავაზება მქონდა პრემიერლიგის კლუბებისგან და "ბარსელონასგან", მაგრამ "სამეფო კლუბი" არ უშვებს ფეხბურთელებს მოსისხლე მტრის ბანაკში. როცა "ბაიერნი" დაინტერესდა ჩემით, აღფრთოვანებული დავრჩი".

"ზაფხულის დასაწყისში კლუბმა წასვლა შემომთავაზა, მაგრამ მჯეროდა საკუთარი ძალების. მიუხედავად კაკას, კრისტიანო რონალდოსა და ბენზემას ტრანსფერებისა, ვიცოდი, რომ შემეძლო მებრძოლა ძირითადისათვის.ჩემი სიტუაცია მეტად მძიმე იყო: ხან მტოვებდნენ გუნდში, ხან გაყიდვას მიპირებდნენ. ბოლოს კი გამოჩნდა მადრიდელთა სურვილი–მათ ჩემი ტრანსფერი და ფულის მიღება სურდათ. ამიტომ გახარებული ვარ, რომ გავხდი "ბაიერნის" ფეხბურთელი. ჯერ მხოლოდ 25 წლის ვარ და მთელი კარიერა წინ მაქვს"–განაცხადა რობენმა.


ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • faqo
  • 8 სექტემბერი 2009
  • 1912
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)