”რეალს” ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს

სამეფო კლუბში ძალიან ბევრი უნიჭიერესი ფეხბურთელი ირიცხება...


ანხელ დი მარია, მესუთ იოზილი, ალვარო მორატა, პაბლო სარაბია, ხუან კარლოსი - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებზეც ”ბლანკოსის” მომავალია დაყრდნობილი. ახლო მომავალში სავარაუდოდ, სწორედ ეს მოთამაშეები იქნებიან გუნდის საკვანძო ფიგურები. აღსანიშნავია, რომ დი მარია და მესუთი უკვე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებად ითვლებიან, არადა ისინი 22 წელს არ არიან გადაცილებულნი. არგენტინელი და გერმანელი მართლაც ძალიან კარგად გამოიყურებიან და ამართლებენ გაცემულ ავანსებს. ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ახლო მომავალში, ისინი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები გახდნენ, თუმცა ამას სწორი აღზრდა სჭირდება, ”რეალს” კი ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობს, რომლის ხელშიც, ახალგაზრდა ნიჭიერ მოთამაშეებს კარგად შეუძლიათ თავის წარმოჩენა.

იოზილი და დი მარია მართლაც ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები არიან. გთავაზობთ ამ ორი ფეხბურთელის ვიდეოს:




აღნიშნული ფეხბურთელების გარდა, ”მერენგების” სარეზერვო კლუბში ირიცხება ალვარო მორატა, რომელსაც ძალიან ბევრი გოლი გააქვს ”კასტილიაში”. ამ ფეხბურთელით ბევრი ევროპული კლუბი ინტერესდება. ჟოზე მოურინიო ამ ფეხბურთელში მომავალს ხედავს, რადგან არ არის რთული ამის შემჩნევა. ალვარო ”კასტილიას” უდავო ლიდერია. მის გარდა ტორილის გუნდს ჰყავს, უნიჭიერესი გარემარბი - სარაბია, რომელიც ძალიან ტექნიკურია, იგივეს თქმა შეიძლება ხუან კარლოსზეც.





ერთი სიტყვით, მადრიდის ”რეალს” უდიდესი მომავალი აქვს. ამ ფეხბურთელებს მართლა შესწევთ ძალა, რომ გუნდს დაუბრუნონ თავისი სტილი, თავისი თეთრი ბალეტი. ამ ადამიანებს სწორი აღზრდა სჭირდებათ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ. სამეფო კლუბს უდიდესი პერსპექტივა აქვს!!!
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (356)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)