"რეალი" 7-0 "მალაგა"

გთავაზობთ გუშჲნდელი მატჩის მიმოხილვას წერილობით ფორმით, ასევე სტატისტიკასა და შეფასებებს...


"რეალი" 7-0 "მალაგა"


"თეთრები" თავიდანვე იმ შემართებით გამოვიდნენ მოედანზე,რომ აუცილებლად უნდა გაემარჯვათ და სწრაფად დაევიწყებინათ "დეპორტივოსთან" განცდილი კრახი. "მერენგებმა" პირველივე წუთებიდანვე შეუტიეს,მაგრამ 26-ე წუთამდე რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ. აღნიშნულ წუთზე ხაბი ალონსომ საჯარიმო დარტყმა შეასრულა,ბურთი "მალაგას" საჯარიმოში ჩააწოდა, აქ ყველას ბენზემამ აჯობა და ეფექტური გოლიც გაიტანა.

"რეალი" 7-0 "მალაგა"


9 წუთის შემდეგ მარსელოს შესანშნავი გადაცემის შედეგად ანხელ დი მარია მეკარესთან პირისპირ დარჩა,არგენტინელმა დარტყმა უმაღლეს დონეზე შეასრულა და ბურთი კარის ბადეში გახვია. ტაიმის მიწურულს კი ანხელმა და მარსელომ კვლავ შედეგიანად ითამაშეს. დი მარიამ ეფექტურად თავზე გადაუგდო მცველებს ბურთი და ბრაზილიელი მეკარესთან პირისპირ დატოვა. მარსელომ მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და კაბალიეროს შანსი არ დაუტოვა.

"რეალი" 7-0 "მალაგა"


მეორე ტაიმი "რეალმა" ფანტასტიკურად დაიწყო. ყველაზე მეტად გოლის გატანას კრიშტიანო რონალდო ცდილობდა,რათა მესის დაწეოდა "პიჩიჩისთვის" ორთაბრძოლაში. 50-ე წუთზე მესუთ ოზილმა პორტუგალიელს საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი გადააწოდა, ეს უკანასკნელი საჯარიმოში შეიჭრა და რიგით მეოთხე გოლიც გაიტანა.

"რეალი" 7-0 "მალაგა"


მეოთხე გოლიდან რამდენიმე წუთში ჟოზე მოურინიომ ცოტა არ იყოს და უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და მოედანი ხაბი ალონსოსა და მატჩის უდავოდ გამორჩეულ ფეხბურთელს ანხელ დი მარიას დაატოვებინა. მათ ნაცვლად ფერნანდო გაგო და ემანუელ ადებაიორი შემოვიდნენ.

"რეალი" 7-0 "მალაგა"


61-ე წუთზე მარსელომ კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა. ამჯერად მან საჯარიმოში ბურთი ბენზემას ჩაუწოდა და ფრანგმაც თავური დარტყმით დუბლი შეასრულა. 6 წუთის შემდეგ ბრაზილიელმა ისევ ნაყოფიერად იმოქმედა. მის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს გასპარი ხელით გადაეღობა. ამ უკანასკნელმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. პენალტი უზადოდ შეასრულა კრიშტიანო რონალდომ და ანგარიში უფრო გამანადგურებელი გახადა.

"რეალი" 7-0 "მალაგა"


მოუმ მესუთ ოზილის ნაცვლად სერხიო კანალესი გამოიყვანა,რომელიც დარჩენილ წუთებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი და კრიშტიანო რონალდომ მესამე გოლიც გაუტანა კაბალიეროს,მაგრამ ეს გოლი მისთვის საბედისწერო გამოდგა, პორტუგალიელმა მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. მანამდე "მალაგას" ფეხბურთელ კალასაც მოუწია მინდვრის დატოვება. ასე რომ დარჩენილი წუთების გნმავლობაში 10-9-ზე თამაშობდნენ გუნდები.

"რეალი" 7-0 "მალაგა"


გარდა გოლებისა ამ მატჩში უამრავი საგოლე მომენტი იყო. აღსანიშნავია პირველ ტაიმში კარვალიოს თავური მას შემდეგ რაც მესუთ ოზილის საჯარიმო დარტყმა კარის ძელმა აისხლიტა,თუმცა კარისკენ წასულ ბურთს თამაშგარეში მყოფმა ბენზემამ მიმართულება შეუცვალა და ისე მოათავსა კარის ბადეში. ცხადია ეს გოლი არ ჩაითავალა. ასევე აღნიშნვნის ღირსია მარსელოს მაკრატელა. ბრაზილიელის დარტყმული სულ მცირე მანძილით აცდა "მალაგას" კარს. რომ არა კაბალიერო,ანგარიშჲ გაცილებით გამანადგურებელი იქნებოდა. "მალაგას" მეკარემ მშვენიერი სეივები განახორციელა.


"რეალი" 7-0 "მალაგა"



"რეალი" 7-0 "მალაგა"



"რეალი" 7-0 "მალაგა"



"რეალი" 7-0 "მალაგა"



სტატიის ავტორი: WIShMASTER dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)