ჟოზე: "მე ყოველთვის სიმართლეს ვლაპარაკობ"

ჟოზე მოურინიომ თავის პრესკონფერენცაზე "მალაგასთან" ჩატარებული მატჩი განიხილა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა ბენზემას მიმართ.


“რა თქმა უნდა, 4-0 წაგება მეორე ტაიმში და 2 დღით ადრე ჩატარებული რთული დაპირისპირების - დერბის გამო “მალაგას“ ძალიან გაუჭირდა. ის, რომ ჩვენ ადვილად მოვახერხეთ მოწინააღმდეგეს დამარცხება, არ არის გასაკვირი. მატჩის მეორე ნახევარში მე გავაკეთე სამი ცვლილება, მოედნიდან გავიყვანე, ხაბი ალონსო, ოზილი და დი მარია, რადგან ჩავთვალე, რომ მათ დასვენება სჭირდებოდათ. უკვე ვიცოდი, რომ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. აგრეთვე, ფეხბურთელებს აღარ ვაძლევდი მითითებებს, სათქმელი აღარაფერი იყო. "

“ბენზემა დღითიდღე უმატებს. მან შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და აქ გოლები არაფერ შუაშია. მთელი მატჩის განმავლობაში, ფრანგი ბევრს მოძრაობდა და დიდი სამუშაო შეასრულა. ჩემი გუნდში მოსვლის დღიდან, კარიმი ძალიან შეიცვალა, როგორც ფიზიკური მონაცემებით, ასევე ფსიქოლოგიურადაც. კარგია, როცა გუნდში ორი უმაღლესი დონის ფორვარდია. კარგად ვიცი ადებაიორის შესაძლებლობები. ის გუნდისთვის ნიშვნელოვანი ფიგურაა."

“მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ასეთი შედეგი ფეხბურთელების გადაღლილობის ბრალია. მე მას აბსოლიტურად ვეთანხმები. გუნდი პრაქტიკულად ყოველ მე-3 დღეს თამაშობს, ეს კი ძალიან რთულია.მე პატივს ვცემ მალაგას და ვფიქრობ, ამ გუნდის შეურაცმყოფელი არაფერი მითქვამს. თუ საჭირო გახდება, ბოდიშსაც მოვიხდი, მაგრამ ამჯერად, არ ვთვლი თავს დამნაშავედ. შეეკითხეთ მწვრთნელებს, რომლებიც ევროპის გრანდებს წვრთნიან, გახდება თუ არა რომელიმე მალაგას მწვრთნელი. ისინი გიპასუხებენ - რატომაც არა? მაგრამ ეს არ იქნება სიმართლე. მე ყოველთვის სიმართლეს ვალაპარაკობ და არც ვაპირებ ტყუილების საუბარს, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას არ ვატკინო გული."


პრესკონფერენციის ვიდეო




წყარო:Realmadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (64)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)