ხაუმ პურესი: "ისეთი შეგრძნებაა, რომ მთელი მსოფლიო მოურინიოს ებრძვის"

ხაუმ პურესი, კომპანია "მედიაპროს" მფლობელი, რომელსაც გააჩნია ესპანეთის მატჩების ტელეტრანსლიაციის უფლება, ადამიანი რომელმაც გვერდი ვერ აუარა ჟოზე მოურინიოს ჩივილს, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა თამაშების განრიგის მიმართ, რითაც მისი აზრით ირღვეოდა სამეფო კლუბის ინტერესები.


"კატალუნია რადიოს" პირდაპირ ეთერში, ხაუმ პურესმა დააფიქსირა თავისი მოსაზრება ჟოზე მოურინიოს მიერ გამოთქმულ პროტესტზე "მადრიდის რეალის" მატჩების განრიგის შესახებ.

"ის ამბობს, რომ მის ზურგს უკან ყველა იცინის, მაგრამ როდესაც ისმენ მის კომენტარებს, სხვა გზას არ გიტოვებს რომ არ იცინო. მე არ მესმის როგორ შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს ისეთი აბსურდული გამონათქვამები თავის გასამართებლად რომლებსაც იყენებს მოურინიო."

"ისეთი შეგრძნებაა თითქოს მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ არის, მაგრამ რა ვქნა მე ხომ არ დამისვამს დი მარია სკამზე?" – ცინიკურად აღნიშნა პურესმა.
დამატებით "მედიაპროს" მფლობელმა, კომპანიის რომელსაც ცოტა ხნის წინ მოურინიო ადანაშაულებდა მადრიდის ”რეალის” ინტერესების დარღვევის გამო, განაცხადა რომ ფლორენტინო პერესს არცერთხელ არ გამოუთქვამს უკმაყოფილება მატჩების განრიგის გამო:"მე რეგულარულად ვესაუბრები ფლორენტინო პერესს, რომელიც ადეკვატური, ჭკვიანი და კარგად აღზრდილი ადამიანია. მას არასდროს არ გამოუთქვამს მსგავსი პრეტენზია და ჩივილი განრიგის მიმართ, როგორც ჩანს ეს არის მოურინიოს ფანტაზიის ნაყოფი.

და ბოლოს, პურესმა კიდევ ერთხელ "უკბინა" მადრიდის რეალის დამრიგებელს:"გამართლების ძიება გუნდის წარუმატებლობის გამო, არავის არ მატებს ღირსებას. აი მაგალითად "მალაგამ" ჩაატარა მატჩი ორშაბათს, და ეთამაშება "მადრიდის რეალს" ხუთშაბათს, როდესაც "ბლანკოსმა" ბოლოს ითამაშა შაბათს და გამოუვიდა დასვენება ხუთშაბათამდე". dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)