ლაშა: "გუნდს დღესდღეობით მებრძოლი სული აკლია"

გთავაზობთ პროექტ - "ინტერვიუ Halamadrid.Ge-ს ადმინისტრაციასთან" მეორე ინტერვიუს, რომელიც ავიღე ადმინისტრატორ ლაშა ქავთარაძისგან(LasHa_RauL). ინტერვიუ ძალიან საინტერესო გამოვიდა და თითქმის ყველა აქტუალურ თემაზე ამომწურავი პასუხები მივიღე...


პირველ რიგში მოგესალმები ლაშა.

სალამი ვახო. მადლობას გიხდი ინიციატივისთვის

თავდაპირველად გაგვეცანი, ორიოდე სიტყვით გვიამბე შენს ცხოვრებაზე, სად სწავლობ, სად ცხოვრობ, რას საქმიანობ და .ა.შ?

მე ვარ ლაშა ქავთარაძე. ვცხოვრობ თბილისში, კერძოდ ავლაბარში.ვსწავლობ ,,მცირე აკადემიაში’’ ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე.ჯერჯერობით ერთი რიგითი უმუშევარი თბილისელთაგანი ვარ (იცინის)

რამდენი ხანია "ბლანკოსს" გულშემატკივრობ?

სამეფო კლუბს 1997-1998 წლებიდან ვქომაგობ.ფაქტიურად "რეალი" გახდა ჩემთვის კლუბი, რომელმაც ფეხბურთის საოცარ სამყაროს მაზიარა.

გულშემატკივართა უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ამა თუ იმ კლუბის ფანი. შენ რამ გაიძულა გამხდარიყავი "რეალის" გულშემატკივარი?

ჩემი და "რეალის" ურთიერთობა ერთი ნახვით შეყვარებას გავს. (იცინის) პირველივე მატჩის ყურებისას ვიგრძენი, რომ მე ამ გუნდის სამუდამო ტყვედ ვიქცეოდი. ისინი თითქოს სიმფონიას ასრულებდნენ, რომელსაც დიდი დირიჟორი რაული ხელმძღვანელობდა. ეს საოცარი იყო.

შეგიძლია ორიოდე სიტყვით შენებურად აგვიხსნა რას ნიშნავს იყო მადრიდის "რეალის" ფანი?

ორიოდე სიტყვით ამის ახსნა რთული იქნება, მაგრამ მე მაინც შევეცდები. იყო "ბლანკოსის" გულშემატკივარი ,ჩემი აზრით, ნიშნავს გიყვარდეს და პატივს სცემდე კომბინაციურ, შემტევ და ლამაზ ფეხბურთს."რეალის" თამაში გულგრილს არავის ტოვებს, თუნდაც რადიკალურად განწყობილ ოპონენტებსაც კი. არ შეიძლება არ მოგწონდეს მადრიდელთა თამაშის განსაკუთრებული სტილი ე.წ."თეთრი ბალეტი", რომელსაც ამ ბოლო დროს სამწუხაროდ ვეღარ აჩვენებენ. ვიმედოვნებ სამეფო კლუბი თავის სახეს მალე დაიბუნებს.

რომელი მატჩი ან მატჩები დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?

რა თქმა უნდა, ყველა ელ კლასიკო გამორჩეულია ჩემთვის, უდიდესი სიხარული მომანიჭა ზიდანის გოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლევერკუზენის" წინააღმდეგ. ეს დღე ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ დღედ დარჩება ჩემს ცხოვრებაში.

რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?

ერთ-ერთ შეკრებაზე რომელიც მოხდა ელ კლასიკოსთან დაკავშირებით,თამაშის მიმდინარეობისას ისე მოხდა, რომ დალევა ზედმეტი მომივიდა და სახლში მისვლის შემდეგ პირველი რაც ვიკითხე იყო: "თამაში რა ანგარიშით დამთავრდა?" (მე 1-0 მახსოვდა თურმე 4-1 მოუგია რეალს) მეორე დღეს ვიდეო ჩანაწრეს ვუყურე.(იცინის)


რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი და რატომ?

თავისთავად რაული, ის შეიძლება დაახასიათო 3 სიტყვით: ლეგენდა, სიმბოლო ,ლიდერი. რაული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება მასზე უსასრულოდ შემიძლია საუბარი.

რომელი გუნდი და ფეხბურთელი არ მოგწონს ყველაზე მეტად და რატომ?

გუნდი: "მილანი", ფეხბურთელი: გატუზო . ვფიქრობ, რომ მილანის თამაშის სტილი სამეფო კლუბის თამაშის ანტიპოდია, ხოლო გატუზო ზემოთ აღნიშნული ფეხბურთის "თვალსაჩინო" წარმომადგენელი.

მოდი ახლა უშუალოდ კლუბის ამბებზე გადავიდეთ. რას იტყვი ჟოზე მოურინიოს "რეალში" გადმოსვლასთან დაკავშირებით? როცა მოუ წავა, ვის ისურვებდი მთავარ მწვრთნელად?

ჩემი აზრით ჟოზე უდიდესი მწვრთნელია, მან "პორტო", "ჩელსი" და "ინტერი" არნახულ წარმატებებამდე მიიყვანა, მაგრამ ამავდროულად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ეს გუნდები "რეალისგან" რადიკალურად განსხვავდებიან თამაშის სტილით. ჩემი აზრით, თუ მოუ შეძლებს გუნდის წარმატება მის ჩვეულ სტილთან კონდიციაში მოიყვანოს, ის ინჩადისთვისაც ისეთივე სათაყვანებელი გახდება, როგორც მისი ყოფილი გუნდების გულშემატკივართათვის. ეს "რეალის" ურთულესი პრობლემაა დღესდღეობით, ბოლო წლებში ამის განხორციელება მხოლოდ დელ ბოსკემ შეძლო და თუ მოურინიო წავა აუცილებლად ბოსკეს ნახვას ვისურვებდი მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

სერხიო კანალესი და პედრო ლეონი, ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი,რომლებიც "ბლანკოსს" შეუერთდნენ. მათზე მადრიდი დიდ იმედებს ამყარებდა,მაგრამ როგორც ჩანს ისინი მათზე გაწეულ ავანსებს ვერ ამართლებენ. რამ გამოიწვია ეს? როგორია შენი აზრი ამ ორ ახალგაზრდა ფეხბურთელთან დაკავშირებით?

სერხიო კანალესი და პედრო ლეონი უდავოდ პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმება სამეფო კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა ვარსკვლავთა გადმობირებაზეა გათვლილი და მადრიდელთა წარმატებაც მათ კარგ თამაშზეა დამოკიდებული, ვფიქრობ ახალგაზრდა ფეხბურთელთათვის ურთულესი იქნება "რეალის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება, ამავდროულად გასათვალისწინებელია ფსიქოლოგიური ფაქტორიც ძალიან რთულია დაიცვა ისეთი დიდი კლუბის ღირსება, როგორიც მადრიდის "რეალია". გულშემატკივრის მხრიდან მუდმივი წნეხის ქვეშ ყოფნა განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ მომზადებას მოითხოვს. ამ ბარიერის გადალახვა კი მოედანზე ხშირი გამოჩენით და წამყვან ფეხბურთელებთან ჰარმონიული შერწყმის შედეგად იქნება შესაძლებელი. კონკრეტულ სიტუაციასთან მიმართებაში თვასაჩინო მაგალითად პედრო შეიძლება მოვიყვანოთ, რომელიც ასევე ესპანური ფეხბურთის იმედად ითვლება.

შენი აზრით კაკა ოდესმე ის კაკა გახდება,როგორიც "მილანში" იყო?

კაკა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად ითვლება, მას "რეალისთვის" დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია, კაკა მოწოდებით თამაშის კონსტრუქტორია. მას მოედნის ფილიგრანული ხედვა და საოცრად სწრაფად აზროვნების უნარი აქვს, რაც ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია დღევანდელ ფეხბურთში. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კაკამ სწორედ მაშინ მიიღო ტრავმა, როდესაც მან თითქოს მიაგნო თავის ადგილს და თამაშს "რეალში". ჩემი აზრით, თუ "რეალი" თავის განუმეორებელ "თეთრ ბალეტს" დაუბრუნდება, კაკა გუნდის განუყოფელი ნაწილი იქნება და "რეალში" ზიდანის ადგილს დაიკავებს.

დღევანდელი შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით და რატომ?

უდავოდ რონალდუ, რომელიც დღევანდელი "რეალის" უპირობო ლიდერია.

ვინ არ იმსახურებს "ბლანკოსში" თამაშს?

ვფიქრობ უადგილო შენაძენია ემანუელ ადებაიორი, გაგო,ბენზემა (ვგულისხმობ იმას, რომ რაული ამ შემთხვევაში შეტევის ხაზში ბევრად ნაყოფიერად იმოქმედებდა).

რომელი ფეხბურთელის ხილვა გსურს "რეალში"?

დიდი სიამოვნებით ვიხილავდი რეალში სტივენ ჯერარდს, რადგან გუნდს დღესდღეობით მებრძოლი სული აკლია.

რაული და გუტი. ალბათ მადრიდისტებისათვის ეს ყველაზე მტკივნეული თემაა,განსაკუთრებით შენთვის. რა შეგიძლია თქვა ამასთან დაკავშირებით და ვის მიიჩნევ დამნაშავედ მათ წასვლაში?

რაულის მიმართ მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინათ არ შეიძლება გუნდის სიმბოლო ასე უმადურად გერმანიის საშუალო კლუბში მოისროლო. რაული გუნდს დღესაც ჭირდება. იგივე შეიძლება ითქვას ხოსე მარია გუტიერესზეც. მათი წასვლის მიზეზი უდავოდ მწვრთნელის სათამაშო მონახაზია, რომელმაც მათი მნიშვნელობა ვერ გაითვალისწინა.(პირადად ჩემი სუბიექტური აზრია).

"რეალი"-"ბარსელონა",მსოფლიოში უდიდესი საფეხბურთო დაპირისპირება ,რომელიც "ელ კლასიკოდ" არის მონათლული. რა შეგიძლია თქვა ამასთან დაკავშირებით?

ელ კლასიკო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე დიდ ინტერესს იწვევს. მთელი წლის განმავლობაში მილიონობით გულშემატკივარი ელის ამ დაპირისპირებას, ესპანეთში ელ კლასიკოს მატჩის დღე უქმე დღედ ითვლება.ჩემი აზრით ამით ყველაფერი ნათქვამია.

გარდა "ბლანკოსისა", რომელი კლუბის მიმართ გაქვს სიმპატიები?

"ლივერპულის". (სამწუხაროდ კლუბი ღრმა კრიზისშია, მაგრამ მჯერა აუცილებლად დაიბრუნებს თამაშის ჩვეულ რიტმს).


სანაკრებო დონეზე რომელი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობ და რატომ?

ესპანეთის ნაკრებს, შემტევი და კომბინაციური ფეხბურთის თვალსაჩინო მაგალითად მიმაჩნია.

პელე თუ მარადონა? რატომ?

რთულია ამ ორი გენიოსის შედარება, მაგრამ მაინც მარადონა. მას შეიძლება ვუწოდო ბურთის ჯადოქარი. მას მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეეძლო.

შენი აზრით გარდა "რეალისა" რომელი კლუბია წლევანდელი ჩემპონთა ლიგის ფავორიტი?

ჩვენი მოსისხლე "ბარსელონა" (იცინის), ვფიქრობ ფავორიტად "ჩელსიც" მოიაზრება. ჩემი სუბიექტური აზრია, თავს არავის არ ვახვევ.

გიორგისაც დავუსვი ეს კითხვა და შენც აუცილებლად უნდა დაგისვა. რას იტყვი ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით? უხეშად რომ ვთქვათ - გვეშველება რამე?

საქმე იმაშია, რომ ქართველებს უდიდესი პოტენციალი გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ სანამ ფეხბურთის განვითარება საქართველოში ეტაპობრივად არ მოხდება, ანუ ვგულისხმობ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას, ამას რა თქმა უნდა ჯაჭვური რეაქციით მოყვება ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებაც, უნდა ჩამოყალიბდეს ვარჯიშის თანამედროვე მეთოდები, შეიქმნას სტანდარტული სტადიონები, სარბენი ბილიკები. ფეხბურთი დინამიური სპორტია, ის მუდმივად ვითარდება მსოფლიოში. საქართველოში კი მწვრთნელები ისევ საბჭოთა კავშირის მეთოდებით ხელმძღვანელობენ. გვესაჭიროება უცხოელ მწვრთნელთა გამოცდილება ,ჩემი აზრით ქართველ მწვრთნელთა გაშვება ევროპაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამ სიტუაციაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება, ამისათვის კი საჭიროა ფინანსები, ფინანსები და კიდევ ერთხელ ფინანსები.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.

ასევე მეც მადლობას გიხდი საინტერესო შეკითხვებისთვის.მინდა საიტის მომხმარებლებს მოვუწოდო აქტიურობისაკენ.მოგბაძონ შენ და გაამრავალფეროვნონ ჩვენი ვებ-გვერდი.



სტატიის ავტორი: ვახო ხოჯაშვილი (wishmaster) dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)