6,5 საათი გოლის გარეშე

მადრიდის "რეალი" კრისტიანო რონალდოზეა დამოკიდებული. პორტუგალიელი ფეხბურთელი კარგა ხანია გოლის გატანას ვერ ახერხებს და ეს გუნდის თამაშს დაეტყო. რონალდომ ბოლო გოლი 6 თებერვალს "სოსიედადს" გაუტანა. მას 409 წუთია თავი არ გამოუჩენია.


სამეფო კლუბმა ამ დროში 4 მატჩიდან 2 მოიგო. მადრიდელებმა "ლევანტე" და "ესპანიოლი" დაამარცხეს და სულ 4 ბურთი გაიტანეს. კრისტიანოს ასევე ძალიან არ უმართლებს. მან ორ მატჩში კარის ძელს ბურთი ორჯერ გაარტყა. "ლიონთან" ჩემპიონთა ლიგაზე და "დეპორტივოსთან".

თებერვლის თვე 26 წლის მოთამაშისთვის საშინელი იყო. თუ მან ოქტომბერში 13 გოლი გაიტანა, გასულ თვეში მეტოქეთა კარი მხოლოდ 2–ჯერ აიღო. ამით ლიონელ მესიმ ისარგებლა და რონალდოს ლა ლიგაში 3 ბურთით გაუსწრო. კრისტიანოს ცუდი ფორმის ერთ–ერთი მიზეზი ალბათ გადაღლილობაა. ამ სეზონში მან მოედანზე 3,425 წუთი გაატარა. შარშან ის გოლს ყოველ 88 წუთში იტანდა. ახლა მეტოქეთა კარს ყოველ 100 წუთში ლაშქრავს. მის ანგარიშზე ამ სეზონში 34 ბურთია (24 გოლი ლა ლიგაში, 6 თასზე და 4 ჩემპიონთა ლიგაზე). წინა წელს რონალდომ სულ 33 გოლი გაიტანა. მას ჯერ კიდევ შეუძლია თავისი შედეგის გაუმჯობესება. იგი ახლოს არის მის რეკორდთან. 2007–2008 წლების სეზონში მან 42 ბურთი გაიტანა და ოქროს ბურთი და ოქროს ბუციც მოიპოვა.

ინფორმაციის წყარო:As.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)