"ცხოვრება გოლისთვის" - ნაწილი 28

2006 წლის მუნდიალზე კიჭა გერდ მიულერის რეკორდს ამხობს...


ფილმის ამ ნაწილში თქვენ იხილავთ 2006 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩების ამსახველ ვიდეომასალას. მიუხედავად იმისა,რომ კიჭა წონაში იყო მომატებული და სისწრაფე დაკარგული ჰქონდა,ის მაინც ახერხებს გასაოცარი მატჩების ჩატარებას და 10 გატანილი გოლით შესარჩევი ეტაპის ბომბარდირიც გახდა.

მუნდიალზე კიჭას გამოსვლას ყველა ელოდა,რადგან მას გერდ მიულერის რეკორდი უნდა მოეხსნა. გერმანიაში ფენომენმა 3 გოლის გატანა მოახერხა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა მსოფლიო ჩემპიონატებზე. მის ანგარიშზე 15 გოლია. აუცილებლად მინდა ავღნიშნო ავსტრალიასთან მატჩი,სადაც კიჭას ფეხში უმძიმესი დარტყმა მიაყენა მწვანე კუნძულელმა,თუმცა ეს ხომ რონალდოა,მასზე ასეთი დარტყმები არ მოქმედებს. ალბათ არავის არ სჯეროდა გულის სიღრმეშიც კი,რომ ლუის ნაზარიო მუნდიალზე გამოსვლას განაგრძობდა.

ვინ შეაჩერებდა ბრაზილიას თუ არა ისევ და ისევ საფრანგეთი. მართლაც, მეოთხედფინალურ მატჩში "მამლებმა" 1-0 იმარჯვეს და სამწუხაროდ ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოსთვის ეს ბოლო მატჩი გამოდგა. მიუხედავად ბრაზილიის მოულოდნელი და სამარცხვინო მარცხისა,კიჭას მუნდიალი შერცხვენილს არ დაუტოვებია.

ვიდეოს ბოლოს არის გერდ მიულერის ინტერვიუ,რომელმაც რონალდოს ხოტბასთან ერთად შემდეგი რამ განაცხადა: "მე ვიცოდი,რომ თუ ის ითამაშებდა,აუცილებლად მოხსნიდა ჩემს რეკორდს."





dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)