მოურინიო:მუშაობაა საჭირო რათა "მადრიდის რეალის" მეფე გავხდე

შესანიშნავი პიროვნება, შესანიშნავი იუორის მქონე ადამიანი, დისციპლინირებული, მწვრთნელებს შორის საუკეთესო, საუკეთესო საუკეთესოთა შორის ეს არის ჟოზე მოურინიო. "პორტუგალიელმა" სპევციალისტმა ესპანურ რადიოს ვრცელი ინტერვიუ მისცა. Cadena COPE_სთან ინტერვიუში მან მომავალზე, კლუბზე და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრა.


მოგწონთ თუ არა, ძალიან პირადულ თემებზე საუბარი ჟურნალისტებთან?

-არც ისე. ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ ჟურნალისტებს არასწორად მიაქვთ ჩემი ინტერვიუები გულშემატკივრებამდე პრესის სახით.

განაგრძობთ, თუ არა "მადრიდის რეალის" გაწვრთნას შემდეგი სეზონიდან?

-თუ არ გამაგდებენ კლუბიდან რათქმაუნდა განვაგრძობ. (იცინის). მე ვმუშაობდი "ინტერში" სადაც კლუბს ყველა ტიტული მოვაგებინე და ახლა მსურს იგივე "მადრიდის რეალშიც" გავიმეორე. ამის ძალიან დიდი ამბიცია და მოტივარია გამაჩნია მე და ასევე ფეხბურთელებსაც.

თქვენ ორჯერ ისაუბრეთ ფლორენტინო პერესთან და ხოსე ანხელ სანჩესთან. ამავდროულად არცერთხელ გისაუბრიათ ბოლო პერიოდში ხორხე ვალდანოსთან, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თვქენს შორის რაიმე დაძაბულობაა?

-ეს სპეციალურად არ მომხდარა. ფლორენტინოსთან და სანჩესთან კლუბის ამბებზე ვსაუბრობდი, ხოლო როდესაც ადამიანთან არანაირი საუბრის თემა არ გაგაჩნია მასთან მგონი საუბარი ზედმეტია. როდესაც მე ხორხე დამჭირდება ან მას მე დავჭირდები და ჩვენ გვექნება სასაუბრო თემა აუცილებლად გავესაუბრებით ერთმანეთს. არანაირი დაძაბულობა და შუღლი არ არსებობს ჩემსა და ვალდანოს შორის. ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, ისეთი, როგორიც კლუბის სპორტულ დირექტორსა და მწვრთნელს შეეფერებათ.

შემდეგი სეზონისთვის ნახევარმცველი დაგჭირდებათ თუ თავდამსხმელი?

-ჩვენ კლუბში გვყავს სამი ფორვარდი, იგუაინი და ბენზემა, რომლებიც "რეალს" ეკუთვნის, ხოლო რაც შეეხება ადებაიორს როგორც ვიცი თუ ეს ფორვარდი დაგვჭირდა მისი გამოსყიდვა შესაძლებელია. ასევე გვყავს "კასტილიაში" მორატა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდია მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ მისი დროც მალე დადგება და "მადრიდის რეალშიც" დაიმკვიდრებს სასტარტოში ადგილს. ასე, რომ არ არის საჭირო ჩემი აზრით ჯერჯერობით ფორვარდის ყიდვა.

რატომ არ წყალობთ კანალესსა და პედრო ლეონს?

-ჩვენ ახლა 24 ფეხბურთეილ გვყავს აქედან ერთი ტრამვირებულია. მე სასტარტო შემადგენლობა შესანიშნავად მაქვს ჩამოყალიბებული და ჯერჯერობით არ საჭიროებს გადახედვას.

რატომ არ მოგწონთ თქვენ ეს ფეხბურთელები? რაში ხედავთ პრობლემას?

-პრობლემა იმაშია, რომ ისინი ჯერ არ არიან მზად ითამაშონ კლუბის ძირითად შემადგენლობაში.

მაშინ რაში მდომარეობს მწვრთნელის მოვალეობა? ხომ უნდა დაეხმაროს ფეხბურთელს ჩამოყალიბებაში?

-მე მწვრთნელი ვარ და არა მათი, მამა ან აგენტი.

ლიონის წინააღმდეგ რომელ ფეხბურთელს ათამაშებთ? ადებაიროს თუ ბენზემას?

-შეიძლება ორივე ერთად ვათამაშო ან საერთოდ არცერთი (იცინის).

ვნახავ თუ არა "რეალის" გამარჯვებას "ბარსას" წინააღმდეგ ამ ცხოვრებაში? (იცინის)

-მე კლუბთან 4 წლიანი ხელშეკრულება მაქვს და დარწმუნებული ვარ ეს მოხდება. არ ვიცი, აპრილში, აგვისტოში თუ მომდევნო სეზონში, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება.

გსურთ თუ არა ადებაიორის დატოვება კლუბში?

-მე ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი. თუმცა მომავალში რა მოხდება ამ საკითხთან დაკავშირებით ამაზე მე ახლა ვერ გეტყვით ვერაფერს.

როგორ მოგეწონათ რაულის თამაში "ვალენსიას" წინააღმდეგ?

-არ მინახავს ეს მატჩი, მაშინ მე ლონდონში გახლდით. არ ვარ გაკვირვებული რაულის კარგი თამაშით რადგან ის გენიალური ფეხბურთელია.

შესაძლებელია თუ არა მოურინიო ვიხილოთ "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში?

-რათქმაუნდა არა. ცხოვრებაში არის ბევრი ისეთი რამ რაც არ უნდა გააკეთო და ეს ჩემთვის პირველია. მე არასოდეს არ გავწვრთნი ბარსელონას.

როგორი ხართ სახლში? როგორ და ვისთან ერთად ატარებთ დასვენების დღეებს?

-უკანასკნელი ორი დასვენების დღე მე გავატარე "ლონდონში". ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, ასევე დავესწარი "ჩელსის" მატჩს.

გქონდათ თუ არა დრო იმისათვის, რომ გაგესეირნათ რეტიროს პარკში, დაგეთვალიერებინათ მუზეუმები და ა.შ. ?

-არა!

გსურთ თუ არა, რომ თქვენი შვილი გახდეს ფეხბურთელი?

-მე მსურს ჩემი ბიჭი პირველ რიგში კარგ ადამიანად, მეგობრად და მეოჯახედ ჩამოყალიბდეს და დანარჩენი უკვე მისი გადასაწყვეტია თუ რომელ პროფესიას აირჩევს ცხოვრებაში.

გაქვთ თუ არა ტვიტერი?

-არა. მე ამ ყველაფრით არ ვარ დაინტერესებული, არც ფეისბუქი მაქვს.

როგორც ვიცით თქვენ ხართ მორწმუნე და გჯერათ ღმერთის, ხომ არ გითხოვიათ ღმერთისთვის, რომ მესი წავიდეს მონასტერში ან ხავი მფრინავი გამხდარიყო?

-არა რათქმაუნდა (იცინის). ჩემი აზრით მათ გარეშე ფეხბურთს ხიბლი დაეკარგებოდა.

მოგწონთ თქვენ სიმღერა pa-pa-ramerikano ?

-დიახ. ჩვენ ამ სიმღერას გასახდელში თითქმის ყოველდღე ვუსმენთ.

რომელ ქალაქში გსურთ ცხოვრება?

-ლონდონში.

საყვარელი ფილმი.

-წუხელის ღამე დაახლოებით 4 საათი ვუყურებში C.S.I._ის.

საყვარელი მომღერალი?

-ბრაიან ადამსი.

საყვარელი სიმღერა?

-
It's time.

საყვარელი კერძი?

-ფუა-გრა.



სტატიის ავტორი: RealMadridFan dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)