პერესი: "მე უკვე დავამტკიცე, რომ ვარსკვლავებს შედეგამდე მივყავართ"

მადრიდის რეალის მეორედარჩეულმა პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა ესპანურ სამაუწყებლო კომპანია "კვატროს"


- რას გვეტყვით თქვენს დაბრუნებაზე

- მე დამეკსრა დიდი პასუხისმგებლობა, ვინაიდან ხელმეორედ ამირჩიეს. მე ძალიან მინდოდა კლუბში დაბრუნება, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემი მიზანი მადრიდის რეალის დიდების მწვერვალზე აყვანა. ოღონდ ამისათვის საჭიროა გუნდში ირიცხებოდნენ ისეთი დიდებული ფეხბურთელები როგორებიც არიან: კაკა, რონალდო და სხვ. ეს ერთადერთი გზაა სასურველი შედეგის მისაღებად.

- მე მინდა გავაღვივო ის აზარტი, რომელიც ფეხბურთში სუფევს. ჩემი მიზანია შევქმნა კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელიც შეეჭიდება სხვა გუნდებს და აგრეთვე მე მინდა, რომ ჩემ გუნდში იყოს ძლიერი შიდაკონკურენცია, რათა ფეხბურთელები დაიხარჯნონ ბოლომდე. ჩემი აზრით უნდა ითამაშოს იმან, ვინც უკეთეს ფორმაში შეხვდება მატჩს.

- მე წავედი იმიტომ წავედი, რომ ჩემი აზრით მაშინ ჩემ საწადელს მივაღწიე, მაგრამ სინამდვილეში დავუშვი უამრავი შეცდომა. მაშინ როგორც ვფიქრობდი არასწორი იყო სპორტული თვალსაზრისით, რამაც გამოიწვია გუნდის დესტაბილიზაცია.

- სპორტული მოდელი...

- ბანკები გასცემენ პროცენტიან სესხების სახით ძალიან დიდ თანხას, ვინაიდან ისინი ცოტა ხანში გაცილებით მეტს იბრუნებენ. ასე არის ფეხბურთშიც მე უკვე დავამტკიცე, რომ ვარსკვლავების ყიდვა არ არის ფულის გადაყრა, ვინაიდან მათგან ცოტა ხანში ძალიან დიდი მოგებას იღებს კლუბი როგორც სპორტული ასევე ფინანსური თვალსაზრისით.

- ფეხბურთი მშვენიერი რამ არის. აი მაგალითად როდესაც ალმერია ახერხებს რეალის დამარცხებას ძალიან გასაკვირია. არსებობს რაღაც ფაქტორები, რომლებიც უფროდაუფრო მიმზიდველს ხდის.

- მადრიდის რეალი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი გუნდი. ამ გუნდმა იცის თუ როგორ უნდა გადასცეს მომავალს თავისი წარსული და ღირებულებები.

- მსოფლიო ეკონომიკაზე რას იტყვით?

- ახლა ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა არის მსოფლიოში, ასეთ კრიზის მე არ მოვსწრებივარ. კრიზისი ესპანეთსაც შეეხო, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გადავლახავთ ამ მძიმე პერიოდს.

- ახლა კი ფეხბურთელებზე უნდა გკითხოთ...

- გისმენთ...

- ბენზემა

- ხელმძღვანელობამ დააწესა ბოლო ვადად 30 ივნისი და ჩვენც შევიძინეთ იგი. ის დიდებული ფეხბურთელია.

- დავიდ ვილა

- ვალენსიას ხელმძღვანელობამ მის გაყიდვაზე უარი განაცხადა, ამიტომ ჩვენ მას შევეშვით. ფეხბურთში ყველაფერი იესე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა. ჩვენ ვერ შევიძინეთ დავიდ ვილა, ამიტომ გავაფორმეთ კონტრაქტი ბენზემასთან, რომელიც ჩემი აზრით ვილას არაფრით არ ჩამოუვარდება.

- ხაბი ალონსო

- ის დიდებული მოთამაშეა. სატრანსფერო ფანჯარა აგვისტოში იხურება, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს. ის წაადგებოდა მადრიდის რეალს.

- ფრანკ რიბერი

- ძალიან მძიმე მდგომარეობაა ფეხბურთელს სურს ამჟამინდელი კლუბის დატოვება და რეალში თამაში, თუმცა ბაიერნის ხელმძღვანელობა მის გაყიდვას არ ჩქარობს.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • SunSay
  • 4 ივლისი 2009
  • 1991
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)