24-ე ტურის სიმბოლური გუნდი

24-ე ტურის სიმბოლური გუნდი

გთავაზობთ, "ლა ლიგის" 24-ე ტურის სიმბოლურ გუნდს


მეკარე - დანიელ არანსუბია ("დეპორტივო")

როცა ფეხბურთელი ბოლო წუთზე იტანს გოლს და ანგარიში თანაბრდება, ეს ფეხბურთელი თითქმის ყოველთვის სახელდეაბა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. დანიელ არანსუბიამ, სწორედ ასეთი გმირობა ჩაიდინა და შთამბეჭდავ სეივებს, გოლიც დაუმატა.


მარჯვენა მცველი - პაბლო პინილიოსი რასინგი


პაბლომ უშეცდომოთ ჩაატარა მთელი შეხვედფრა და გოლიც გაიტანა.


ცენტრალური მცველი - რიკარდო კარვალიო (მადრიდის "რეალი")


პორტუგალიელმა შესანისნავი შეხვედრა ჩაატარა. როცა ის მოედანზეა, ძალიან რთული ხდება "სამეფო კლუბის" კარის აღება.


ცენტრალური მცველი - ალბერტო ბოტია (ხიხონის "სპორტინგი")


ეს ფეხბურთელი ადრე "ბარსელონას" სათადარიგოში ატარებდა სეზონებს. დღესდღეობით კი "ლა ლიგის" ერთერთი საიმედო მცველია. ალბერტომ "ვალენსიას" ფორვარდებს გოლის გატანის შანსი არ დაუტოვა.


მარცხენა მცველი - ლუის პერეა (მადრიდის "ატლეტიკო")


კოლუმბიელმა მცველმა ბრწყინვალედ ითამაშა არამხოლოდ მარცხენა ფლანგზე, არამედ ცენტრალურ მცველებსაც ეხმარებოდა, ბევრს მოძრაობდა და უდიდესი სამუშაო შეასრულა.


მარჯვენა ნახევარმცველი - დი მარია (მადრიდის "რეალი")


არგენტინელმა “ლევანტესთან” შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ის ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა მცველებს.შეხვედრის პირველ ნახევარში, რომელშიც საგოლე გადაცემაც გააკეთა, გენიალური გარღვევის შემდეგ, როცა მან სამი მცველი ძალიან მარტივად მოატყუა. მეორე ნახევარში, ანხელი მარცხენა ფლანგზე გადაიწია და დიდ დახმარებას უწევდა მცველებს.


ცენტრალური ნახევარმცველი - ხავი ("ბარსელონა")

იმის მიუხედავათ, რომ ბარსელონას თამაში არ გამოსდიოდა, ესპანელი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ბრწყინვალე გადაცემებს აკეთებდა და აგრეთვე დაცვასაც ეხმარებოდა.


ცენტრალური ნახევარმცველი - ივან რაკიტიჩი ("სევილია")

"შალკეს" ძველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და გოლის გატანაც მოახერხა.


მარცხენა ნახევარმცველი - ჯავად ნეკუნამ ("ოსასუნა")

ნეკუნა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ყველასგან გამორჩეული იყო და ორი გოლის გატანაც მოახერხა.


ფორვარდი - ლიონელ მესი ("ბარსელონა")

"კატალონიელებმა" ურთულესი შეხვდრა ჩაატარეს და მესიმ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.


ფორვარდი - აგუერო (მადრიდის "ატლეტიკო")


მადრიდის "ატლეტკოს" მწვრთნელს ყოველ თამაშში მოხსნა ემურება. ამის მთავარი მიზეზი "ატლეტიკოს" წინა ხაზის სუსტი თამაშია. რაც შეეხება აგუეროს, მან ამჯერად კარგი შეხვედრა ჩაატარა და გადამწყვტი გოლი გაიტანა. dle 10.1

  • dato818
  • 23 თებერვალი 2011
  • 2464
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)