5 გზა "ლიონის" დასამარცხებლად

დღეს მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩს გამართავს "ლიონთან"...


გთავაზობთ 5 გზას "ლიონის" დასამრცხებლად...


1)სტუმრად გატანილი გოლი

ბოლო 6 წლის განმავლობაში მადრიდის "რეალს" მერვედფინალურ მატჩებში სტუმრად მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი.ეს ძალზედ ცუდი შედეგია სამეფო კლუბისთვის. როგორც იცით სტუმრად გატანილი გოლი უმნიშვნელოვანესია და ხშირ შემთხვევებში გადამწყვეტიც. თუ "ბლანკოსმა" "ჯერლანდზე" მინიმუმ ერთი გოლის გატანა მაინც მოახერხა,მათი ამოცანა "ბერნაბეუზე" უფრო გამარტივდება და საფრანგეთიდან დამშვიდებულნი დაბრუნდებიან.

2)სწრაფი შეტევები

სავარაუდოდ "ლიონი" საკუთარ მოედანზე "რეალს" საწყისი წუთებიდანვე შეუტევს. ეს კი მადრიდელებს სივრცეებ გაუთავისუფლებს და სწრაფი შეტევებისა კონტრშეტევების წრმოების საშუალებას მისცემს. ასეთ შემთხვევაში კი კრიშტიანო რონალდოს შეეძლება მეტოქეზე იერიშის მიტანა."ლა ლიგის" მატჩებში მარსელოსა და პორტუგალიელის დუეტი შესანიშნავად არღვევს მეტოქეთა დაცვის ხაზს,რას "ესპანიოლთანაც" კარგად გამოჩნდა.ამასთანავე "ბლანკოსს" ემანუელ ადებაიორიც შეუერთდა, მალე გაიარა ადაპტაცია და "ლიონთან" მატჩში სავარაუდოდ ძირითადიდანაც დაიწყებს თამაშს. ის ფიზიკურად ძლიერია,აქვს სისწრაფე და რონალდოსთან ერთად შეეცდება შეტევის დაგვირგვინებას. არ უნდა დავივიწყოთ ანხელ დი მარია,რომელიც "ლევანტესთან" მატჩში საუკეთესო იყო. არგენტინელს აქვს სისწრაფე,ტექნიკა,კარგი დარტყმა და ერთი სიტყვით მარჯვენა ფლანგიდან ფრანგებს ის დიდ ხიფათს შეუქმნის.

3)რევანშისა და ტიტულისკენ სწრაფვა

"რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ტიტული უკანასკნელად ამ საუკუნის დასაწყისში მოიგო. უკვე მეექვსე წელია მერვედფინალსაც ვერ გაცდენია და შესაბამისად მადრიდელები ლიგის თასს მოწყურებულები არიან და თავს არ დაზოგავაენ,რომ მეათედ აღმართონ თასი. უკანასკნელად სწორედ "ლიონმა" გამოთიშა "ბლანკოსი" ჩემპიონთა ლიგას. ისიც აღსანიშნავია,რომ სამეფო კლუბს ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს ფრანგებთან ურთიერთშეხვედრებში. "ჯერლანდზე" ბოლო 3 მატჩში მათ სამივე წააგეს და თან ისე,რომ გოლიც კი არ გაუტანიათ,ხოლო "ბერნაბეუზე" სამივე მატჩი ფრედ დასრულდა.

4)გურკუფის შეჩერება

ლისანდროს არყოფნისას სწორედ გურკუფია ყველაზე სახიფათო "ლიონის" შემადგენლობიდან. ის შესანიშნავ ფორმაშია და სავარაუდოდ ყველაზე მეტ პრობლემებს სწორედ ის შეუქმნის "ბლანკოსის" დაცვის ხაზს. მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის იქნება,რომ როგორმე გურკუფს არ მიეცეს ბურთთან შეხების საშუალება. ამისთვის მზად არიან საყრდენები ხაბი ალონსო და სამი ხედირა,თუმცა არაა გამორიცხული ლასანა დიარაც დაემატოს ამ დუეტს. ხოლო დაცვის ცენტრში რიკარდო კარვალიო და პეპე შეეცდებიან შეაჩერონ ფრანგი თავდამსხმელი.

5)დისციპლინური დაცვა

ამ მატჩში ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი საკუთარი კარის მშრალად შენახვა იქნება. ეს ძირითადად მცველებზეა დამოკიდებული. "ბლანკოსის" ოთხეული(რამოსი,პეპე,კარვალიო,მარსელო) შესანიშნავად გამოიყურება. მრთალია იყო ჩაგდებული შეხვედრებიც,მაგრამ ერთობლიობაში ისინი დიდ სამუშაოს ასრულებენ.განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რიკარდო კარვალიოს შესანიშნავი თამაში. პორტუგალიელი მიუხედავად თავისი ასაკისა უმაღლეს დონეზე თამაშობს.



სტატიის ავტორი: WIShMASTER dle 10.1

  • wishmaster
  • 22 თებერვალი 2011
  • 2591
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)