საიმედო ლასანა და ბრწყინვალე დი მარია

საიმედო ლასანა და ბრწყინვალე დი მარია

"ლევანტესთან" შეხვედრაში, უდავოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელები, ლასანა დიარა და ანხელ დი მარია იყვნენ.


დირამ მართლაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ამ მატჩში ლასანამ თავის სამუშაოსთან ერთად, ხაბი ალონსოს ფუნქციებიც შეასრულა. ის ძალიან ბევრს მოძრაობდა, მოწინააღმდეგეების წამოწყებულ შეტევებს შლიდა, ასევე ბრწყინვალედ წარმართავდა გუნდის შეტევებს. დიარა მთელი 90 წუთის განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობდა და აშკარად დაჯაბნა მისი კონკურენტი ძირითადი შემადგენლობისთვის - სამი ხედრია. ლასანა უდიდეს სამუშაოს ასრულებს. თუ ფრანგს თამაში წაუვიდა, მისი შეჩერება შეუძებელია. ლიონთან თამაშის წინ, დიარა შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ვინ იქნება ძირითადში: ხედირა თუ ლასანა? ბოლო სიტყვა მოურინიოზეა.

აგრეთვე, სასიხარულო ამბავია მადრიდელებისთვის, რომ გუნდის ერთერთი ლიდერი დი მარია დაუბრუნდა ძველ ფორმას.როგორც ჩანს, არადაგეგმილი დასვენება “კორნელიეში” სასარგებლოდ წაადგა. ლევანტესთან შეხვედრაში ის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. შეხვედრის პირველ ნახევარში, რომელშიც საგოლე გადაცემაც გააკეთა, გენიალური გარღვევის შემდეგ, როცა მან სამი მცველი ძალიან მარტივად მოატყუა. მეორე ნახევარში, ანხელი მარცხენა ფლანგზე გადაიწია და დიდ დახმარებას უწევდა მცველებს. როგორც ჩანს, ის უკვე “ლიონზე” ფიქრობდა. მოურინიომ ორი კვირის წინ, თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიონთან მატჩისთვის ანხელს ფორმაში ჩააყენებდა, პორტუგალილემა თავის სიტყვა შეასრულა. მართლაც, არგენტინელმა “ლევანტესთან” შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ის ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა მცველებს. ამ მატჩში ჩვენ ვიხილეთ ის დი მარია, რომელმაც სეზონის დასაწყისში, თავისი შესანიშნავი თამაშით დაიპყრო მადრიდელთა გულები. ისევ ის თავბრუდამხვევი დრიბლინგი, საოცარი ბურთის ფლობა და სისწრაფე. დიახ, დი მარია დაბრუნდა!! dle 10.1

  • dato818
  • 21 თებერვალი 2011
  • 2109
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)