რაულზე და "რაულისტებისთვის"

რაულზე და "რაულისტებისთვის"

მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო სტატია, რომელიც მადრიდის რეალის ლეგენდაზე - რაულ გონსალეს ბლანკოზეა დაწერილი.


რამდენიმე ხნის წინ, “Kintanar del rey” - ის ცერემონიაზე ვისენტე დელ ბოსკეს შევხვდი. ჩვენ შეგვატყობინეს, რომ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი მოდიოდა, ყველა მოვემზადეთ შესახვედრად, მაგრამ როცა ის შემოვიდა, ძალიან საინტერესო რამ მოხდა. ცერემონიაზე მყოფმა ხალხმა დელ ბოსკეს ფშტვენა დაუწყეს - “როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ასეთი რამ?” - როცა ეს კითხვა ჩემს თავს დავუსვი უეცრად, ფშტვენა შეიცვალა შეძახილებით: “დააბრუნე რაული ნაკრებში! დააბრუნე რაული ნაკრებში!” - და ეს ყველაფერი მოხდა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების მოგების შემდეგ, რომლებიც ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა რაულის გარეშე მოიგო.

მაშ ასე, ის დაბრუნდა ესპანეთში მოწინააღმდეგეს ამპლუაში. წარმომიდგენია, როგორ არიან გაბრაზებულები “ვალენსიას” გულშემატკივრები იმით, რომ მათ გუნდს რაული დაუპირისპირდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დუელში “ვალენსია” ბოროტი გმირის ამპლუაში გვევლინება. ათასობით "რაულისტებს" რამდენიმე ხნის წინ, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ “შალკეზე”, დღესდღეობით კი ეს კლუბი მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. გასაოცარი ისაა, რომ ესპანელებიც კი, ამ შეხვედრაში "ვალენსიას" წინააღმდეგ იყვნენ. ამ თამაშს ტელევიზორიდან თვალს ადევნებდა ექვსი მილიონი გულშემატკივარი, ეს კი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე იყო “ვალენსიას” წინა თამაშზე. ამ მატჩში ბლანკომ მოახერხა გოლის გატანა, რომლითაც მოხსნა მიულერის ერთ დროს თითქოს მიუღწეველი რეკორდი. რაულის მიზანია, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში გასვლა. დარწმუნებული ვარ, გონსალესი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. ვფიქრობ, ის არაერთ მატჩს ჩაატარებს ამ ტურნირზე და კიდევ უფრო გაზრდის თავის გოლების მაჩვენებელს.

მე იმ ადამიანებს მივეკუთვნები, რომლებსაც მოწყენილი ჰყავდათ რაული ესპანეთის ნაკრებში და აბლოდისმენტები არ დაიშურეს არაგონესის მიმართ, რომელმაც შეეცადე შეექმნა ახალი ნაკრები - ნაკრები რაულის გარეშე(ამ ყველაფერმა კი გაამართლა), მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ არასწორი ვიყავი. რაული ძალიან ადრე ჩამოაცილეს ესპანეთის ნაკრებს. მას ჯერ კიდევ შეეძლო დახმარებოდა ეროვნულ გუნდს. აღფრთოვანებული ვარ გონსალესით. მას ბრწყინვალე შემოთავაზებები ჰქონდა “რედ ბულიდან”, “კატარიდან” და კიდევ ბევრი ქვეყნიდან, რაულს შეეძლო წასულიყო ლოს ანჯელესში, სადაც უზარმაზარი ხელფასი ექნებოდა და ძალზედ პოპულარულიც იქნებოდა, მაგრამ მან სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. რაულმა არჩია შალკეში დარჩენა. სწორედ, ამიტომ იწვევს გულშემატკივრებში მადრიდის “რეალის” ლეგენდა აღფრთოვანებას, პატივისცემას და დიდ სიყვარულს.

ის წავიდა “შალკეში”. მას ჰაერივით სჭირდებოდა იმ ატმოსფეროს შეგრძნება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩებშია. მართალია, ვალენსიასთან გატანილი გოლით, გონსალესმა ყველას დაანახა, რომ ის ჯერ არ არის ჩამოსაწერი, მაგრამ პირველ რიგში, თავის თავს დაუმტკიცა, რომ ჯერ კიდევ დიდ ძალას წარმოადგენს. ეს კი “სამეფო კლუბის” ლეგენდისათვის ყველაზე მთავარია. ის დღესდღეობით ბედნიერია…



წყარო: as
dle 10.1

  • dato818
  • 19 თებერვალი 2011
  • 2811
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)