ლასი: "სეზონის ბოლო ტიტულებით აღსავსე უნდა იყოს"

მადრიდის "რეალის" ფრანგმა ნახევარმცველმა, ლასანა დიარამ "ლევანტესთან" შეხვედრის წინ, სამეფო კლუბის სპონსორთან "Bwin"-თან ისაუბრა...


"სახლში გამარჯვება უმნიშვნელოვანესია, ჩვენ გვსურს ჩემპიონობა და ამისთვის მხოლოდ გამარჯვებებია საჭირო."

"ლევანტესთან ამ სეზონში უკვე სამჯერ ვითამაშეთ, ერთ შეხვედრაში ჩვენ 8-0 მოვიგეთ, მაგრამ ერთხელ 0:0-ს დავჯერდით. ამ გუნდის სპეციპიკა უკვე შევისწავლეთ, რადგან მცირე ხნის მანძილზე რამდენიმე შეხვედრის გამართვა მოგვიწია, ვიცით რა უნდა ვქნათ, ვალენსიური გუნდის ფეხბურთელების წინააღმდეგ."

"ადებაიორი ბრწყინვალე ფორვარდია, მე მას "რეალში" მოსვლამდე ვიცნობდი და დარწმუნებული ვარ ემანუელი გაამართლებს გაცემულ ავანსებს. მას ენის ბარიერის აქვს გადასალახი, მაგრამ სულ ცოტა ხანში ყველაფერი მოგვარდება. ტოგოელ მოთამაშეს ყველანაირად ვეხმარები ადაპტაციაში."

"თუკი "ბარსელონა" კიდევ დაკარგავს ქულებს, ეს უფრო გაზრდის კონკურენციას პრიმერა დივიზიონში, ამიტომ აუცილებელია "ლევანტეს" დამარცხება და სამი ქულის მოპოვება, ჩვენ გვსურს ჰანდიკაპის შემცირება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ."

"ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ვთვლი, რომ სპორტის ამ სახეობის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ვუყურებ კალათბურთს და ჩოგბურთს და ამ სახეობებითაც გატაცებული ვარ, მაგრამ ფეხბურთი ჩემთვის უპირველესია, პატარაობიდანვე ვოცნებობდი ფეხბურთელობაზე." dle 10.1

  • Hala
  • 18 თებერვალი 2011
  • 1975
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)