მოურინიო : "გუნდმა ფორმა აღიდგინა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ლევანტესთან" შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ პატარა ჩავარდნის შემდეგ გუნდმა ფორმა აღიდგინა...


"ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა ფორმა აღიდგინა, წინა შეხვედრები ძალიან რთული გამოდგა, მაგრამ შევძელით წარმატების მიღწევა. "ესპანიოლთან" ძალიან რთული მატჩი იყო. მთელი 90 წუთი მხოლოდ 10 კაცით ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქე დავჯაბნეთ და საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ, ამ ეტაპზე მხოლოდ ლა ლიგის შეხვედრაზე ვართ ორიენტირებულნი."

"ლევანტე სახიფათო გუნდია, ჩვენ მათ წინააღმდეგ ამ სეზონში რამდენჯერმე ვითამაშეთ, ლა ლიგის ეგიდით გამართული შეხვედრა 0-0 დასრულდა, მაშინ არ გაგვიმართლა და ვალენსიელებმაც თავგანწირვით ითამაშეს, ახლა იმედი მაქვს სიტუაცია შეიცვლება. "ლევანტეს" მოთამაშეებს ცხრილის ფსკერიდან ამოსვლა და პრიმერაში დარჩენა სურთ, ამისთვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ, მათთვის თითოეული ქულა მნიშვნელოვანია, ვალენსიელებმა "ვილიარეალის" წინააღმდეგაც ბრწყინვალედ ითამაშეს. ამ გუნდში ირიცხებიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ სიტუაციის გამწვავება."

"არ ვფიქრობ იმაზე, რომ სამეფო კლუბს საშინაო შეხვედრებში 100%-იანი შედეგი აქვს, ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ამით ტრაბახის დრო ამჟამად ნამდვილად არ არის, ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან ჩემპიონობა გვსურს. მოგებების სერია ხვალაც უნდა გაგრძელდეს."

"არ მსურს ლიონის ოლიმპიკზე საუბარი, რადგან ჯერ "ლევანტე" გვყავს დასამარცხებელი, ფეხბურთელები მხოლოდ ამ შეხვედრაზე ფიქრობენ. პეპე განზრახ არ შევიყვანე განაცხადში, მას ჩემპიონთა ლიგისთვის ვამზადებ, პორტუგალიელის არყოფნაში შანსი რაულ ალბიოლს მიეცემა, რომელიც სტაბილურად თამაშობს. ვისაც დასვენება ესაჭიროება დავასვენებ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია. კრიშტიანო რონალდო აუცილებლად ითამაშებს, რადგან იგი ენერგიით აღსავსე და დაუღალავი ფეხბურთელია, მას არ სურს დასვენება და ყველა თამაშში მონაწილეობის მიღებაზეა ორიენტირებული."

"მიმაჩნია, რომ "ლევანტესთან" შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან ჩვენ გვსურს ჩემპიონობა. აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია და მოგებაზე ფიქრი, "ბერნაბეუს" პუბლიკა რა თქმა უნდა უდიდეს მხარდაჭერას გამოგვიცადებს." dle 10.1

  • Hala
  • 18 თებერვალი 2011
  • 2602
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)