მარსელო: "ჩემი ერთ-ერთი ოცნება "რეალში" თამაში იყო"

მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველმა მარსელომ ესპანურ რადიო Punto Pelota-სთან ინტერვიუ ჩაწერა...


"მოურინიო მე მეხმარება,რომ ჩემს თავში დარწმუნებული ვიყო. ის მე მაძლევს უფლებას არც მინდა ის გავაკეთო და ეს ძალიან მიხარია. ის ხშირად მაძლევს მე რჩევებს და მეუბნება,რომ კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესო ჩემი თამაში განსაკუთრებით დაცვაში."

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენ შანსებში და უკანაკნელ მატჩამდე ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის. აუცილებლად ვეცდებით,რომ ყველა ის ჩემპიონატი მოვიგოთ,რომელშიც მონაწილეობას ვღებულობთ. ამჯერად ყველაფერი კარგადაა და ვიმედოვნებ,რომ სეზონის ბოლომდე შევინარჩუნებთ ფორმას."

"ჩემი ერთ-ერთი ოცნება "რეალში" თამაში იყო და საბედნიეროდ ეს ამიხდა. მეორე ოცნება კი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და მე ვფიქრობ,რომ წელს მეათე თასს დაეუფლება "ბლანკოსი". ეს ადვილი არ იქნება,მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვეცადოთ ამას."

""კოპა დელ რეის" ფინალში გასვლით გუნდის წევრების და გულშემატკივრებიც აღფრთოვებულნი არიან. რა თქმა უნდა "რეალს" უდიდესი შანსი აქვს,რომ "ბარსელონა" დაამარცხოს."

"ადებაიორი სასიამოვნო ბიჭია. ის ძალიან მხიარულია და ერთიანობაში შესანიშნავი ადამიანია. გასახდელში დიდი ატმოსფერო სუფევს და ემანუელს ეს ძალიან ახარებს."

"მოურინიო თითოეულ ფეხბურთელს გვიცავს და ყოველივე ჩვენ ქმედებას გამართლებას უპოვნის. ეს ძალიან კარგია. ასევე მინდა ვთქვა,რომ კრიშტიანო რონალდო აქვს ძალიან კარგი დრიბლინგი, მას გააქვს ბევრი გოლი და შეუძლია გააკეთოს ისეთი რამ,რისი გაკეთებაც სხვას უბრალოდ არ შეუძლია."

"მე თავს უფრო კომფორტულად მარცხენა მცველის პოზიციაზე ვგრძნობ.აქედან უფრო კარგად შემიძლია მოედნის ხედვა და შეტევების წარმართვა და ეს ჩემი ძლიერი წერტილია. მე ვარ თავდაცვითი ნახევარმცველი და შემიძლია საგოლე პასების გაკეთება და რა თქმა უნდა გოლების გატანაც."

"ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო ჩემი კერპია.მან ფეხბურთში ბედნიერება მოიტანა. ჩემთვის,ისევე როგორც ყველა გულშემატკივრისა და ფეხბურთელისთვის, ძალიან სამწუხაროა,რომ კიჭა პენსიაზე გავიდა."


ინფრომაციის წყარო:realmadrid.com dle 10.1

  • wishmaster
  • 18 თებერვალი 2011
  • 2274
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)