Real Madrid, el mejor club del mundo-ს პრეზენტაცია შედგა

როგორც იცით Real Madrid, el mejor club del mundo არის პროექტი,რომელიც აუდიოვერსიის სახით ასახავს მადრიდის "რეალის" ისტორიას...


სახელწოდებით, "მადრიდის "რეალი" - საუკეთესო კლუბი მსოფლიოში" პროექტის პრეზენტაცია "ბერნაბეუს" საკონფერენციო დარბაზში მოხდა. დოკუმენტური ფილმის ჩვენებას დასწრნენ: ხორხე ვალდანო, ალფრედო დი სტეფანო, აგუსტინ სიერა, იკერ კასილასი, სანტამარია და ზოკო. დოკუმენტური ფილმი 6 საათიანია.

ხორხე ვალდანო:

"ბევრი ადამიანი ქმნიდა "რეალის" ისტორიას. დონ ალფრედო დი სტეფანო ერთ-ერთი იმათგანია,ვინც არამარტო "ბლანკოსის",არამედ ფეხბურთის ისტორია შექმნა.ის არის ფენომენალური ცოდნით დაჯილდოვებული. დონ ალფრედო აერთიანებს მის ღირებულებებს და მადრიდის "რეალს" ეხმარება სიდიადის მიღწევაში. ეს ფილმი ჩვენ გვანახებს დაუვიწყარ მომენტებს და გვახსენებს ყოველივე ამას."

ალფრედო დი სტეფანო:

"მე ამაყი ვარ,რომ ასე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვარ მადრიდის "რეალის" ოჯახის ნაწილი. ყველაფერს,რასაც მე მივაღწიე მხოლოდდამხოლოდ ჩემი თანაგუნდელების დახმარებით. მადრიდის "რეალს" აქვს უდიდესი ისტორია და ფასეულობები და ჩვენ ყოველთვის დიდ ოჯახად ვიყავით გაერთიანებული.აქ მე მომეცა შესაძლებლობა მენახა სურათები,რომლებიც მანამდე თვალითაც არ მქონდა ნანახი."

იკერ კასილასი:

"ეს ძალზედ მნიშვნელოვანია მათთვის,ვინც ახლა მოვიდა "რეალში",რადგან მათ უნდა გაიაზრონ თუ რაოდენ დიდი კლუბის მაისური აცვიათ. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სანტიაგო ბერნაბეუს ყოველივე იმისთვის,რაც მან "რეალისთვის" გააკეთა.ასევე მადლობელი ვარ დი სტეფანოსი და ყველა ვეტერანის. ისინი მისაბაძი მაგალითები არიან მადრიდისტებისთვის."

აგუსტინ სიერა:

"მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს,რომელმაც ამ ფილმის გაკეთებაში მიიღო მონაწილეობა. "რეალის" ისტორია მოიცავს ცოდნას, გრძნობას, ემოციას, წარმატებას და ტრიუმფს. ეს ფილმი თვეების განმავლობაში მზადდებოდა და დარწმუნებული ვარ,რომ ჩვენ გულებს დაიპყრობს."


ინფრომაციის წყარო:realmadrid.com dle 10.1

  • wishmaster
  • 18 თებერვალი 2011
  • 1793
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)