გრანერო : "ლიონზე" ჯერ არ ვფიქრობთ

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ესტებან გრანერომ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამეფო კლუბი ჯერ არ ფიქრობს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე, რადგან მანამდე "ბლანკოსს" სანტიაგო "ბერნაბეუზე" "ლევანტეს" დამარცხება მოუწევს...


"ჩემპიონთა ლიგა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და ჟოზე მოურინიო ძალიან სერიოზულად მუშაობს, მაგრამ ჯერ "ლიონზე" არ ვფიქრობთ, რადგან ვთვლით, რომ ესპანეთის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი 3 ქულა უნდა ავიღოთ."

"ლევანტე ცხრილის ფსკერზე იმყოფება და მათთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს, ასეთ გუნდებთან თამაში ყოველთვის რთულია, რადგან მათ დასაკარგი საერთოდ არაფერი აქვთ და ყველაფერს აკეთებენ თითოეული ქულის მოსაპოვებლად."

"შეხვედრა "ბერნაბეუზე" გაიმართება, რაც ჩვენთვის უდიდესი სტიმულია, ყოველთვის ვგრძნობთ ინჩადის მხარდაჭერას და ამისთვის მადლობლები ვართ. "ლევანტესთან" მატჩში აუცილებლად უნდა ვეცადოთ 3 ქულას მოპოვება."

"მეტოქეს სერიოზულად ვუყურებთ, ბოლოსდაბოლოს პირველი წრის შეხვედრა ჩვენსა და ვალენსიელებს შორის ფრედ დასრულდა, ამჟამად ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად, იმედი მაქვს დამაჯერებელ და ლამაზ ფეხბურთს ვაჩვენებთ."

"რიკარდო კაკა დაბრუნდა ის გუნდისთვის ბევრს ნიშნავს. რაც დრო გადის რიკი უფრო კარგ ფორმაში დგება და ეს ჟოზეს ძალიან ახარებს, ბრაზილიელი ნახევარმცველი ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და გუნდის დახმარებას ცდილობს, რიკარდო უმაღლესი კლასის ნახევარმცველია, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გუნდის დაწინაურება." dle 10.1

  • Hala
  • 17 თებერვალი 2011
  • 1826
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)