”ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს”

უკვე გავიდა რამოდენიმე კვირა, რაც ემანუელ ადებაიორი მადრიდის ”რეალს” შეუერთდა. მან განიხილა მისი დებიუტი და პირველი კვირები მადრიდის ”რეალთან” ერთად...


”ყველა ფეხბურთელის ოცნებაა აქ თამაში. მე მაქვს რამოდენიმე თვე იმისთვის, რომ კლუბს დავუმტკიცო ჩემი პროფესიონალიზმი. მსურს, ჩემპიონთა ლიგა სწორედ ამ კლუბთან ერთად მოვიგო”.

”უბედნიერესი ვარ. ჩემმა გუნდელებმა შესანიშნავი დახვედრა მომიწყვეს, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ადაპტაცია ძალიან ჩქარა გავიარე. იკერს და სერხიოს ინგლისურ ენაზე ვესაუბრები, კარიმს და ლასს კი ფრანგულად”.

”ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელის ნდობა, რასაც მე ჟოზე მოურინიოსგან ნამდვილად ვგრძნობ. მან იცის, რომ 100%-ით ვიხარჯები და მაძლევს ძირითადში თამაშის საშუალებას”.

”კიდევ ერთხელ ვივი, რომ ჩემი ოცნება - მადრიდის ”რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ამ ტურნირზე ”მონაკოშიც” მითამაშია და ”არსენალშიც”. ახლა კი სამეფო კლუბში ვთამაშობ და რასაც ყოფილ კლუბებში ვერ მივაღწიე, შევეცდები აქ მივაღწიო”.

”შევეცდები ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობა გამოვავლინო. არ ვიცი რამდენ გოლს გავიტან, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე დავიხარჯები, რომ ჩემი თავი ამოვწურო. გუნდისთვის ყველამ უნდა მოიტანოს სარგებელი”.

”ბარსელონაზე ფიქრი არ შეიძლება, ჩვენ ჩვენი განრიგი გვაქვს. მომავალ შეხვედრას ”ლევანტესთან” გავმართავთ, შემდეგ კი ”ლიონთან”. ყველაფერს თავისი დრო აქვს”.

”რაული ამ კლუბის სიმბოლოა. ”მონაკოში” ყოფნისას, მორიენტესს ვთხოვე, რომ მას ჩემთვის რაულის მაისური ეშოვნა. მე მას ვერ შევედრები, მაგრამ ვისურვებდი, რომ რაღაცით მაინც ვგავდე მას”.


წყარო:realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)