კაკას მორიგი გაბრწყინება

კაკას მორიგი გაბრწყინება


“რეალში” გადბარგების შემდეგ, კაკას კარიერაში ახალი, უფრო წარმატებული ერა დაიწყო. ჯერ კიდევ ზაფხულში, რიკიმ კონფედერაციის თასი მოიგო და ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გასულ დღეებში კი, არგენტინასთან უპრინციპულეს შეხვედრაში თავისი მაღალი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა.


“ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ წილად მხვდა პატივი ვყოფილიყავი ისეთი დიდებული ფეხბურთელის თავკაცი, როგორიც კაკაა. მის შესახებ ძალიან ბევრი რამ ვიცოდი, თუმცა სინამდვილეში იმაზე გაცილებით ძლიერი ყოფილა, ვიდრე მე მეგონა”, - ეს “რეალის” მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის სიტყვებია. თუმცა რიკის ასპარეზობით აღფრთოვანებული მხოლოდ პელეგრინი როდია. არგენტინასთან მატჩის შემდეგ, ბევრმა საფეხბურთო ექსპერტმა თუ სპორტის ამ სახეობაში ჩახედულმა პირმა აღნიშნა, რომ კაკა ძველ ფორმაში ბრუნდება და ისევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ყალიბდება.

არგენტინასთან შეხვედრაში კაკას საქციელი, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, ძალიან დასაფასებელი იყო. მატჩის შემდეგ, ის დიეგო მარადონასთან მივიდა, ხელი ჩამოართვა, გადაეხვია და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

რაც შეეხება შეხვედრას. კაკამ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, მათგან მეორე ნამდვილი შედევრი იყო. ზემოხსენებული ეპიზოდი მოედნის ცენტრიდან დაიწყო, როცა მესიმ ბურთი დაკარგა, რის შემდეგაც ის კაკამ მიიღო, მოატყუა მასკერანო და ლუის ფაბიანო გენიალური განივი გადაცემით მეკარეს პირისპირ შეატოვა. ამ უკანასკნელმაც არგენტინელთა კარი მესამედ აიღო. კაკამ როსარიო ვარსკვლავის რანგში დატოვა.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 7 სექტემბერი 2009
  • 3455
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)