"ჯენოა" ზაფხულში გრანეროს შეძენას შეეცდება

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "ჯენოას" ხელმძღვანელობა, სამეფო კლუბის მოთამაშით, ესტებან გრანეროთი არის დაინტერესებული და ზაფხულში ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს...


Sky Italy-ზე დაყრდნობით იტალიელებს ძალიან მოსწონთ ესტებანის სათამაშო სტილი და მათი აზრით ესპანელი მოთამაშე სერია "A"-ს ბრწყინვალედ მოერგება და "ჯენოას" დიდ დახმარებას გაუწევს. ახალგაზრდა მოთამაშე უნივერსალია, მას შეუძლია ფლანგზე თამაში, მაგრამ "ელ პირატის" ნამდვილი პოზიცია საყრდენი ნახევარმცველია.

ამავე საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით იტალიელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ეცდებიან ესტებანის გადაბირებას და შემდეგ საზაფხულო შეკრებაზე წაყვანას. სახელდება თანხა, რომელიც 8 მილიონ ევროს შეადგენს. კონტრაქტის პირობები კი ფეხბურთელმა და კლუბმა ცალკე საუბრის შემდეგ უნდა შეათანხმონ.

ახალგაზრდა მოთამაშეს შარშანდელ სეზონში გაცილებით უფრო მეტი სათამაშო დრო ჰქონდა ვიდრე წლევანდელში. ჟოზე მოურინიოსგან განსხვავებით, მანუელ პელეგრინი "ელ პირატს" ენდობოდა და რიგ შეხვედრებში ძირითად შემადგენლობაში ამწესებდა. შარშანდელ სეზონში ესტებანმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 10 საგოლე პასიც მიითვალა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მას პორტუგალიელი სპეციალისტის ნდობა მოეპოვებინა. თავის მხრივ ჟოზესაც ძალიან უჭირს არჩევანის გაკეთება, გრანეროს პოზიციაზე სამეფო კლუბში რამდენიმე მოთამაშე ირიცხება. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 16 თებერვალი 2011
  • 1783
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)