Debuta madre

სტივ მაკმანამანის ავტობიოგრაფიიდან ამონარიდი რონალდოს "მადრიდის რეალში" დებიუტის შესახებ.


"მოვიდა რონალდო და ყველაფერი ინტრიგამ მოიცვა"–იხსენებს სტივი. "თქვენ კიდე არ იცნობს მას პირადად , მაგრამ ამავდროულად იცით, რომ ის ბრწყინვალე ბიჭია. ის დამაინფიცირებელია. ლუიშმა, რომელიც მასთან ერთად "ბარსელონაში" თამაშობდა თქვა, რომ ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. ზიდანი მას სერია ა–დან იცნობდა, ხოლო რაც შეეხება ბრაზილიელებს, ისინი მას კარგად იცნობდნენ. არცერთს არ უთქვია ერთი სივაც და ყველამ იცოდა, რომ ეს ბიჭი კარგია თამაშში."

"მე ის 1997 წელს გავიცანი, პრინცესა დიანას დაკრძალვის დღეს(...), მონაკოს კაზინოში. მას ჯერ კიდევ არ შესრულებოდა 21 წელი, ასე რომ ის კაზინოში არ უნდა შეეშვათ. იგი ერთ–ერთ სათამაშო მაგიდასთან იჯდა. ერთმანეთი ვიცანით და მივესალმეთ. არცერთი ჩვენგანი არ ლაპარაკობდა ერთმანეთის ენებზე, ამიტომაც გავიცინეთ და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. OK, OK–აი ეს იყო მთელი საუბარი. მას მილანში წასვლა უწევდა, რომელიც სულ რაღაც ორი საათის სავალზე იყო. ის კი იქ იჯდა, სათამაშო ავტომატის წინ , მეგობრებთან ერთად და ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა (...)"

"მონაკოში მაკს მე პირველად შევხვდი"–იხსენებს რონალდო.–"როცა "მადრიდის რეალში" მოვედი, მაკი და მე მუდამ ვაკეთებდით გარკვეულ ფსონებს, ხანდახან მის ცხენზე ვდებდით, ეს იმიტომ, რომ მუდამ მარწმუნებდა მათ მოგებაში, მაგრამ მერე ისინი სულ აგებდნენ."

"მაკკი ძალიან აქტიურად ცდილობდა, რომ კლუბში მოწყობაში დამხმარებოდა. ის ძალიან მშვიდი, გულახდილი, უბრალო და არაპროგნოზირებადი მეგობარია. ის ერთ–ერთი პირველია იმათგან, ვინც მე დამეხმარა გავმხდარიყავი ის, რაც ვარ. მის გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ჩემთან მუდამ გახსნილი იყო. მოკლე ხანში მეგობრები გავხდით. მე ინგლისურს ვსწავლობდი, ასე რომ მას ვთხოვდი იმ სიმღერის ტექსტები გადმოეთარგმნა, რომელიც მე მომწონდა. ის ჩემს ამ თხოვნას მისრულებდა. მაინტერესებდა, თუ რა ხდებოდა ამ სიმღერებში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ემინემმა და სნუპ დოგმა იციან!"

დებიუტი

"რონალდოსთან ერთად "მადრიდის რეალი" დაუმარცხებელია"–ივან დე ლა პენია. 2002 წლის 1 სექტემბერი.

რონალდოს დებიუტს ნამდვილი გამოცდა ელოდა. "საწყალი ბიჭი, ის მზად არ იყო, როცა მოვიდა."–იხსენებს სტივი.–"მილანში მომხდარი ფურორის შემდეგ. მას დრო ჭირდებოდა ფორმაში ჩასადგომად, ვინაიდან მას წინასასეზონო ვარჯიშები არ ქონია. მაგრამ როგორც კი მან სირბილი დაიწყო, ის მაშინვე მოედანზე შეუშვეს, ვინაიდან მისი სტატუსი ითხოვდა ამას. მას მაშინვე უნდა გაეარა ადაპტაცია, ისევე როგორც მაშინვე უნდა ჩამდგარიყო ოპტიმალურ ფორმაში. ეს რონალდოს წელი იყო."

კვირას, 2002 წლის 6 ოქტომბერს, მან და სტივმა ორივემ "ალავესთან" შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყეს. ზიდანმა 1 წუთზე გაიტანა გოლი. ფიგუმ ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 37–ე წუთზე ბრაზილიელმა მოსელინ მანომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მეორე ტაიმში დელ ბოსკემ რონალდო "სანტიაგო ბერნაბეუს" გულშემატკივრებს წარუდგინა. ახალ მადრიდულ გალაქტიკოს ეს საღამო კარგად ახსოვს: "მე სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი. სათადარიგოთა სკამი, რა თქმა უნდა გადახურული იყო. არ მეგონა თუ ასე დაბლა იქნებოდა. როცა დელ ბოსკემ დამიძახა , ეგრევე წამოვხტი და –ბრახ!–პირდაპირ თავი ვატაკე სახურავს. ძალიან მძიმედ მივარი."ჯამრთელი დასაწყისია",–გავიფიქრე ჩემთვის. ირგვლივ მიმოვიხედე და დავინახე მაკი, რომელიც ცდილობდა, რომ სიცილისგან არ მომკვდარიყო."

"60 წამის შემდეგ გავიტანე. ამის მერე შემოვიდა მაკი. 15 წუთი იყო გასული და მეორედაც ავიღე მეტოქის კარი. მას შემდეგ, რაც მაკს მომენტი შეექმნა, ის ცენტრისკენ დაიძრა, ლუიშ ფიგუ მარჯვნივ იყო, მე კი მარცხნივ. მაკმა მე ამირჩია. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა მისი ეს გადაწყვეტილება. მას კარგად ესმოდა, რომ ჩემთვის კარგი დებიუტი შეუდარებელი იქნებოდა."

სტივი: "რეტროსპექტივაში ეს იყო ყველაზე საშინელება, რისი გაკეთებაც მას შეეძლო! ყველამ დაიწყო ასეთი ლაპარაკი: "ღმერთო ჩემო, ის თითოეულ მატჩში 6 გოლს გაიტანს!" გაზეთები შეიშალნენ, "ალავესთან" შეხვედრას debuta madre დაარქვეს-ყველა დებიუტების დედა."


dle 10.1

  • shvela
  • 15 თებერვალი 2011
  • 2430
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)