ჟოზეს უნიკალური საშინაო სერია გრძელდება

მადრიდის ”რეალის” მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, უკვე 9 წელია რაც საშინაო მატჩი არ წაუგია...


ჟოზემ ბოლოს, სახლში წააგო 2002 წელს. ის მაშინ ”პორტოს” დამრიგებელი იყო და შინ 2-3 დამარცხდა. ამის შემდეგ კი უკვე 9 წელია, რაც მოურინიოს არ აქვს წაგებული საშინაო კელდებში. პორტუგალიელ თავკაცს უმუშავია პორტუგალიაში, ინგლისში, იტალიაში და ესპანეთში. როგორც ხედავთ, მისი კარიერა წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში ყოფილა და აღსანიშნავია, რომ საშინაო მატჩებში ჟოზეს დამოძღვრილმა გუნდებმა 122-ჯერ იმარჯვეს, 25-ჯერ კი ფრეს დასჯერდნენ.

მადრიდის ”რეალმა” ლა ლიგაში 11-ივე სახლის თამაში მოიგო და ჟოზე მოურუნიოს გუნდი ეცდება ეს სერია ”ლევანტესთანაც” განაგრძოს. როგორც უკვე ვახსენე, პორტუგალიელს თითქმის მე-9 წელია არ წაუგია სახლში და ის მადრიდის ”რეალშიც” აგრძელებს ამ უნიკალურ სერიას.

ახლა ჟოზეს ბრწყინვალე შედეგს დეტალურად აგიღწერთ. 147 თამაში, რომლებიც მოურინიოს გუნდებმა (პორტომ, ჩელსიმ, ინტერმა და რეალმა) ითამაშეს, 122 შეხვედრაში წარმატებას მიაღწიეს, 25-ჯერ ფრე ითამაშეს, გაიტანეს 331 გოლი (საშუალოდ 2,25 მატჩში) და გაუშვეს 87 (საშუალოდ 0,59 მატჩში).

თუ სამეფო თეთრები, ”ლევანტესთან” წარმატებას მიაღწევენ, მაშინ ჟოზეს გუნდისთვის, ეს იქნება მე-19 საშინაო გამარჯვება ამ სეზონში, ხოლო მე-12 კი ლა ლიგაში. ასევე ”ლევანტესთან” გამარჯვებით, ჟოზეს უნიკალური საშინაო მოგებათა სერია 9 წელიწადს მიაღწევს.


წყარო:realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)