მოურინიოს პრესკონფერენცია

”ესპანიოლის” დამარცხების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა...


”ჩემმა ბიჭება ძალიან კარგად ითამაშეს. მატჩის დასაწყისში იკერი გაგვიგდეს, რასაც წესით ჩვენთვის ბევრი სირთულე უნდა გაეჩინა. პრინციპში ასეც მოხდა. მოედნიდან გავიყვანე გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი. დი მარიას ამ თამაშში ჩვენთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა”.

”ფეხბურთელებმა თავის მოვალეობებს თავი კარგად გაართვეს, კასილასის გაძევების შემდეგ, ხაბის ვესაუბრე და მან ჩემი ნალაპარაკები კარგად გაანალიზა. ჩვენ გამოცდილი გუნდი გვაყვს, რომელსაც ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია”.

”მე ესპანური ფეხბურთისთვის არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ვიცი რაც ხდება სხვა ევროპულ ქვეყნებში. საუბარი მაქვს, იმაზე, რომ ევროპაში გუნდებს მეტი დასვენების საშუალება ეძლევათ. მე რჩევას მივცემდი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას, რომ ამ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილონ”.

”სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა. მართალია, რომ ”ბარსელონას” კიდევ 2 ქულით მივუახლოვდით, მაგრამ, მე, რომ კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ვიყო, მშვიდად ვიქნებოდი, რადგან მეცოდინებოდა ის, რომ 5 ქულით წინ ვარ”.

”პეპემ და ადებაიორმა შესანიშნავად ითამაშეს. ასევე გამოვყოფდი ადანის ბრწყინვალე ასპარეზობას. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მეკარეების დამრიგებელს, რომელიც მართლაც სასწაულებს აკეთებს. როდესაც ანტონიოს თამაშს ვუყურებდი, ის ნამდვილი პროფესიონალი მეკარე მეგონა”.

”ჩემი აზრით, მსაჯს იკერი მოედნიდან არ უნდა გაეგდო. თუ მან თამაშის წესების დარღვევა დაინახა, მაშინ პენალტი უნდა დანიშნულიყო და არა ჯარიმა. მე ძალიან მომწონს მეთიუ ლახოსი, მიუხედავად მისი შეცდომებისა”.


წყარო:realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)