პარდესამ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა შეაფასა

ამ ზაფხულს სამეფო გუნდმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.”ბლანკოსში” 9 ახალწვეული მოვიდა და 14 მოთამაშე წავიდა (რამდენიმე გაყიდა გუნდმა, ხოლოდ რამდენიმეც თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა).საბოლოოდ მადრიდელებმა 261 მილიონი დახარჯეს ახალ ტრანსფერებში.ასეთი ასტრონომიული თანხა ჯერ არავის გაუღია საკუთარი გუნდისათვის.


ალბათ, რთული მისახვედრი არ არის რომ წელს ყველაზე ცხელი ზაფხული მადრიდის ”რეალის” სპორტულ დირექციას ჰქონდა.კლუბში ამ უწყების კისერზეა ტრანსფერების გაჩარხვა და ა.შ.მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ იმ მოთამაშეების გვარები, რომლებიც სპორტული დირექციის თავდაუდებელი მუშაობის მიერ მოვიდნენ გუნდში: ეზეკელ გარაი, კაკა, კრიშტიანუ რონალდუ, რაულ ალბიოლი, ბენზემა, გრანერო, ალვარო არბელოა და ხავი ალონსო.ასევე გთავაზობთ იმ მოთამაშეების სიას, რომლებაც დატოვეს გუნდი: არიენ რობენი, ხავი სავიოლა, უესლი სნეიდერი, ხავი გარსია, მიგელ ტორესი, ხორდი კოდინა, დანი პარეხო, ფაბიო კანავარო, გაბი ჰაინცე, მიჩელ სალგადო, ალვარო ნეგრედო და კლას იან ჰუნტელაარი.

სამეფო გუნდის ოფიციალურმა საიტმა, ”რეალის” სპორტულ დირექტორ, მიგელ პარდესას” ჩამოართვა ინტერვიუ.

- ზაფხულის განმავლობაში გუნდის სპორტულმა დირექციამ ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა.რთული მისახვედრი არ არის, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა.გილოცავთ!

- ვგონებ, ეს მილოცვა არა მხოლოდ სპორტულ დირექციას, არამედ გუნდის უკლებლივ ყველა უწყებას ეკუთვნის.კარგად ვიცით, რომ წინა სეზონის დასასრულს გუნდს სათავეში ახალი პრეზიდენტი და შესაბამისად ახალი გუნდი ჩაუდგა.ჩვენზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო.ფაქტიურად, ახლა შეიძლბა ითქვას, რომ შეიქმნა ახალი გუნდი და ამის განხორციელება ძალიან რთული იყო.წარმოიდგინეთ, ახალმა ხელისუფლებამ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე დაახლოებით ოცი ძალზედ რთული ოპერაცია განახორციელა, ტრანსფერებთან დაკავშირებით.მოგეხსენებათ, როგორც მოთამაშის ყიდვა, ასევე მისი სხვა გუნდში გაშვება არის რთული.მოხარული ვარ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

- მეგა-ვარსკვალების მოსვლამ, გუნდის ქომაგები ძალზედ გაახარა.”დეპორტივოსთან” მატჩში ”რეალის” ხელმძღვანელები ამაყად ადევდნებნენ თამაშს თვალ-ყურს.
- ახალი გუნდის ძირითადი პრიორიტეტია გულშემატკივარის გახარება.ჩვენ გვინდა, რომ სამეფო გუნდს კვლავ დავუბრუნოთ ძველი ღირსეულობები.ჩემი აზრით, ქომაგები იმით იყვნენ გახარებულნი, რომ მათ ახალი მოთამაშეების მოსვლით ახალი იმედები ჩაესახათ.დიდი ლოდინის შემდეგ, კლუბში მოწესრიგდა ყველაფერი და სტაბილურობა სუფევს.ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ საკუთარ ქომაგებთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს.

- ამბობენ, რომ სპორტული დირექციისა და სამწვრთნელო შტაბის კარგი ურთიერთობა, საბოლოოდ კარგ შედეგს მოიტანსო.მანუელ პელეგრინიმ თქვენ ყველა პოზიციაზე ორი ფეხბურთელის ყოფნა გთხოვათ და თუ გადავხედავთ შემადგენლობას, დავინახავთ რომ სპორტულმა დირექციამ მწვრთნელის თხოვნა შეასრულა.რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

- კლუბსა და ჩილელ დამრიგებელს შორის შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.ჩვენ გავრისკეთ დიდი თანხების გაღება, რათა მანუელისათვის კარგი შემადგენლობა დაგვეყენებინა.რაც მთავარია, პელეგრინი კარგად ჩაერთო მუშობაში და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ყველანი ერთი მიმართულებით მივდივართ.ყველანი კმაყოფილნი ვართ მისი მუშაობით და ვგონებ, თვით მწვრთნელიც კმაყოფილია გუნდის მიერი ჩატარებული ”ოპერაციებით.”

- რას იტყვით იმ გულშემატკივრებს, რომლებიც უკმაყოფილონი დარჩნენ ”რეალი” - ”დეპორის” მეორე ტაიმით?
- ამ ქომაგებს ვეტყვი, რომ სანერვიულო არაფერია.გუნდის ჯერ კიდევ პროგრესირების პროცესშია.ამ ზაფხულს შემადგენლობაში დიდი გარდატეხა მოხვდა, გუნდში მოვიდა ახალი მწვრთნელი და ახალი ფეხბურთელები.პირველი ეტაპისათვის ”დეპორთან” ნაჩვენები ფეხბურთი დამაკმაყოფილებელია.რასაკვირველია, შემდგომში გაუმჯობესდება ყველაფერი და ჩვენც დავტკბებით ”რეალის” თამაშებით. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)