”როსონერისა” და ”ბლანკოსის” ვეტერანები საქველმოქმედო თამაშს გამართავენ

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 21 ოქტომბერსა და 3 ნოემბერს შედგება ესპანური და იტალიური გრანდების პაექრობა.პირველი მატჩი ”ბერნაბეუზე” გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას ლეგენდარული ”სან სირო” უმასპინძლებს.


ოფიციალური თამაშების პარარელურად ”როსონერისა” და ”ბლანკოსის” ვეტერანებმა გადაწყვიტეს ბურთის გაგორება.თამაში იტალიელებისათვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მატჩის დაწყების დრო 22 საათი და 45 წუთი იქნება (ანუ როგორც ჩემპიონთა ლიგაზე).თამაშის პირდაპირ ტრანსლიაციას ერთ-ერთი იტალიური ტელევიზია განახორციელებს (”სქაი იტალია”)

რასაკვირველია, ვეტერანების შერკინება საქველმოქმედო ელფერს მიიღებს.ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა, მთლიანად გადაირიცხება ”მილანის” ყოფილი ფეხბურთელის, სტეფანო ბორგონევოს” საქველმოქმედო ფონდში (ბორგონევო 1989-90 წ.წ. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.აღსანიშნავია, რომ ყოფილი მოთამაშე ახლა მხოლოდ ეტლით გადაადგილდება).მილანელებისა და მადრიდელების მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოთამაშეები: სებასტიანო როსი, მაური ტასოტი, ალესანდრო კოსტაკურტა, ფრანკო ბრეზი, ფილიპო გალი, ბობანი, რობერტო დონადონი, კარლო ანჩელოტი, რობერტო ბაჯო, ჯორჯ ვეა, მარკო ვან ბასტენი, ფრანცისკო ბუიო, ხულიო ლიორენტე, მანოლო სანჩესი, აიტორ კარანკა, ვიქტორ სანჩესი, რიკარდო გალეგო, ხოსე ემილიო ამავისკა, ალფონსო პერესი, ხუან ესნაიდერი და ემილიო ბუტრაგენიო.

”მილანელებს” აღნიშნულ შეხვედრაში ლეგენდარული არიგო საკი დაარიგებს, ხოლო ”თეთრების” თავკაცები, რუბინიანი და ისიდრო, იქნებიან.რაც შეეხება მსაჯს, ალბათ რთული წარმოსადგენი არ არის, რომ ამ ღონისძიების რეფერი პიერლუიჯი კოლინა გახლავთ.

აქვე გეტყვით, რომ ვეტერანთა შეხვედრის რეკლამირებას თავიანთ ქვეყნებში, რობეტო ბაჯო და ემილიო ბუტრაგენიო ეწევიან. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)