ვერდუ : "მადრიდელებს კატალონიაში თამაში უჭირთ"

მადრიდის "რეალის" დღევანდელი მეტოქე "ესპანიოლი" იქნება. კატალონიური კლუბის გამთამაშებელმა ვერდუმ, განაცხადა, რომ სამეფო კლუბს კატალონიაში თამაში ყოველთვის ძალიან უჭირს და "ესპანიოლის" მიზანი გამარჯვება იქნება...


"ჩვენ მოტივაცია არ გვაკლია, მითუმეტეს საკუთარ მოედანზე გვიწევს ასპარეზობა, ქომაგების მხურვალე მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ. ჟოზე მოურინიო მოედანზე 11 შეგირდს გამოიყვანს, ამდენივე ფეხბურთელი იქნება ჩვენი მხრიდანაც, მაგრამ მხარდამჭერები მეთორმეტე ფეხბურთელის ფუნქციას იკისრებენ."

"სამეფო კლუბს ჩემპიონობა სურს და რა თქმა უნდა ყველა შეხვედრაში წარმატებაა საჭირო, მაგრამ არც ჩვენ გვაქვს პატარა გეგმები და მიზნები, ჩვენი ინტერესი ამ მატჩის მოგებაა, "რეალი" არაერთხელ დაგვიმარცხებია და ვთვლი, რომ ამას კიდევ მოვახერხებთ."

"ყველაზე ფრთხილად რა თქმა უნდა დაცვამ უნდა ითამაშოს. "ბლანკოსს" ჰყავს ისეთი დონის მოთამაშე, როგორიც კრიშტიანო რონალდოა, პორტუგალიელის წინააღმდეგ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რადგან მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია სიტუაციის გამწვავება." dle 10.1

  • Hala
  • 13 თებერვალი 2011
  • 1453
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)