კარანკა: მაურინიომ იცის, რომ ეს მატჩი დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია

ის ფაქტი, რომ პრენსკოფერენციებზე მე ვცვლი მას კლუბში სავსებით ნორმალურია, ეს გამოწვეულია აუცილებლობით, ის ფაქტი, რომ მაურინიო გაემგზავრა ლიონში ჩემპიონთა ლიგის მეტოქის მატჩის სანახავად არაფერს არ ცვლის, მწვრთნელი ხვდება, რომ დღეს მთავარი ლალიგის მატჩის მოგებაა.


სანამ ჯოზე მაურინიო საფრანგეთში იმყოფებოდა, ჩემპიონთა ლიგაზე რეალის მეტოქის "ლიონის" თამაშის სანახავად, აიტორ კარანკა ჯურნალისტებს შეხვდა და პრესკონფერენცია ჩაატარა, ესპანიოლთან კვირას გასამართი მატჩის თაობაზე.

ეს მატჩი განიხილება როგორც უახლოესი ფინალი?


ჩვენთვის ჩემპიონატის დაწყებისთანავე ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი იყო, ყველა თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლიდერს შვიდი ქულით ჩამორჩები, მოედანზე აუცილებლად მოსაგებად უნდა გახვიდე.

თქვენ უკვე შეთანხმდით ძირითად შემადგენლობაზე?

ჩვენ დიდი ხნის წინ ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ფეხბურთელებს მატჩის დღეს ვევით შემადგენლობას.

პეპე შეიძლება გამოვიდეს სტადიონზე?

დიახ, მწვრთნელმა არაერთხელ აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პეპე გუნდისთვის, ის მთელი კვირა ვარჯიშობდა ფორმის აღსადგენად, და საკმაოდ დიდი შანსი აქვს ძირითადში მოსახვედრად.

მაურინიოს ეს ვიზიტი ლიონში ამტკიცებს, რომ გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე ლალიგა?

არ ვიცი ესე ვინ ფიქრობს. მწვრთნელს თავისი მანერა აქვს, ის ფაქტი, რომ პრენსკოფერენციებზე მე ვცვლი მას კლუბში სავსებით ნორმალურია, ეს გამოწვეულია აუცილებლობით, ის ფაქტი, მაურინიო გაემგზავრა ლიონში ჩემპიონთა ლიგის მეტოქის მატჩის სანახავად არაფერს არ ცვლის, მწვრთნელი ხვდება, რომ დღეს მთავარი ლალიგის მატჩის მოგებაა.

ადებაიორსა და ბენზემას შორის არჩევანის გაკეთება რთული იქნება?

ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გუნდში ორივე ფეხბურთელი ირიცხება. ემანუელის მოსვლამდე ჩვენ ვოცნებობდით ალტერნატიულ თავდამსხმელზე, მიუხედავად მცირე დროისა, ადებაიორი დიდ როლს თამაშობს კლუბის წარმატებულ თამაშში. გარდა ამისა ძალიან კარგად "ჩაეწერა" გასახდელში და სახიდან ღიმილი არ სცილდება. ბენზემამ ბოლო პერიოდში შესანიშნავი თამაში აჩვენა, ეს კონკურენცია ორივე ფეხბურთელს წაადგება, განსაკუთრებით კი კლუბს.

ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • Gio
  • 13 თებერვალი 2011
  • 1735
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)