ოზილი : "ადებაიორი ბრწყინვალე მოთამაშეა"

მადრიდის "რეალის" გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამეფო კლუბის ახალწვეული ემანუელ ადებაიორი გუნდს უდიდეს დახმარებას გაუწევს, რადგან ტოგოელი მაღალი კლასის ფორვარდია...


"ემანუელი ბრწყინვალე ფეხბურთელია და მასთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ადებაიორს მოედნის ბრწყინვალე შეგრძნება აქვს და შეცდომას იშვიათად უშვებს, იგი მაღალ ბურთებზე ყოველთვის პირველია, თავდამსხმელისთვის მეორე სართულზე კარგად თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს."

"მას შემდეგ, რაც ადებაიორი ჩვენ გუნდში გადმოვიდა დიდი ხანი არ გასულა, მაგრამ მისი ადაპტაცია ძალიან ჩქარა მიმდინარეობს, ემანუელმა თითოეულ ფეხბურთელთან საერთო ენა გამონახა და მეგობრულ ატმოსფეროს შემოუერთდა, მან ყოველთვის იცის რა დროს სად უნდა იყოს, რაც უდავოდ დადებითი თვისებაა."

"დარწმუნებული ვარ ტოგოელი მოთამაშე გაცემულ ავანსებს გაამართლებს და მადრიდში კონტრაქტის ამოწურვის შემდეგაც დარჩება, იგი ნამდვილად გამოადგება ჩვენ გუნდს, წინა ხაზში აშკარა პრობლემები იყო, მაგრამ ემანუელის მოსვლით ყველაფერი მოგვარდა, ამით გაიზარდა კონკურენციაც."

"კარიმ ბენზემა უდიდესი ტალანტის მატარებელია და ბოლო შეხვედრებში აშკარად ჩანს მისი პროგრესი, ფრანგი და ტოგოელი ფორვარდები ერთმანეთს ძირითადში მოსახვედრად უწევენ კონკურენციას, ეს მონდომებას ზრდის და თითოეული ცდილობს, რომ მწვრთნელს საუკეთესო თვისებები დაანახოს, საბოლოო ჯამში ყველაფერი გუნდის კარგ თამაშზე აისახება." dle 10.1

  • Hala
  • 12 თებერვალი 2011
  • 1943
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)