რონალდოს სრული ინტერვიუ

რონალდოს სრული ინტერვიუ

მადრიდის რეალის ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ რადიო Cadena SER-თან ინტერვიუ ჩაწერა


ეს ბავშვები ოცნებობენ, რომ გახდნენ ისეთივე ფეხბურთელები, როგორიც თქვენ ხართ..

მე უკვე გავიარე ეს პერიოდი. მათ მთელი ცხოვრება წინ აქვთ. იმედი არ უნდა დაკარგონ და ძალიან ბევრი ივარჯიშონ.


როცა ამ ბავშვებს უყურებთ, თქვენი თავი არ გახსენდებათ?


დიახ, მე მშვენივრად მესმის რას ფიქრობენ და რაზე ოცნებობენ ეს ბავშვები. როცა მათ ვუყურებ ჩემი ბავშვობა მახსენდება.


როგორი ბავშვი იყავით? რა ოცნებები გქონდათ?


მე არავისგან განსხვავებული არ ვიყავი. ხშირად ვატარებდი უფროსებთან ერთად დროს. ბურთს მაშინ ვშორდებოდი, როცა ღამით დედა მეძახოდა. ეს იყო ყველაზე ბედნიერი წლები ჩემს ცხოვრებაში, როცა არფერზე არ ვნერვიულობდი. არავისთან არ მექმნებოდა კონფლიქტები და უდარდელად ვცხოვრობდი. ასეთი ბავშვობის დამსახურებაა, რომ მე შევძელი ჩემი მიზნების რეალიზაცია და დღესდღეობით წარმატებული ფეხბურთელი ვარ.


როცა დიდებთან ერთად თამაშობდით, ფეხებში ხშირად გირამდნენ? თუ დღესდღეობით ასეთი რამ უფრო ხშირად ხდება?

მე ბავშვობაშიც იგივე ფინტებს ვაკეთებდი, როგორც ეხლა. როცა ფეხებში მირამდნენ, ვდგებოდი და ისევ ვაგრძელებდი თამაშს. არაფერს ვამბობდი, რათა ჩემთან ერთად ეთამაშად.


დაბალი ბავშვი იყავით?

კი, ძალიან დაბალი და სუსტი ვიყავი. 13-14 წლის ასაკში ძალიან სწრაფად მოვიმატე სიმაღლეში. ასეთი გენეტიკა მაქვს.


როგორ ფიქრობთ რა არის წარმატების საწინდარი?

ამ თემაზე მე ჩემი მოსაზრება გამაჩნია. საქმე მარტო ფეხბურთს არ ეხება, მაგრამ ჩემი მიზანი რა თქმა უნდა, ფეხბურთს ეხებოდა. ვფიქრობ ადამიანს უნდა სჯეროდეს თავისი შესაძლებლობების. როცა საქმე ფეხბურთს ეხება, აუცილებელია ბევრი ვარჯიში. 12 წლის ვიყავი, როცა სპორტინგში მოვხვდი. მას შემდეგ ყველფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ეს პერიოდი ჩემთვის მაინც რთული იყო. მე მოვშორდი ჩემს სახლს და ყოველდღე ვტიროდი, თუმცა მოვახერხე ამ პერიოდის გადატანა და ჩემს მიზანს მივაღწიე.


12 წლიდან თქვენი მშობლებისგან მოშორებით ცხოვრობდით. როგორ ფიქრობთ, იმოქმედა ამან თქვენს ხასიათზე?

ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მე მივატოვე ის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად ვუყვარდი, მაგრამ მე მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რადგან ნება დამრთეს ეს ნაბიჯი გადამედგა და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მე ჩემს მიზანს მივაღწიე.


ჯენევაში მესიმ ისევ დაგამარცხათ..

მე არ ვთვლი, რომ ეს იყო ორი ფეხბურთელი დუელი. არგენტინელებს გაუმართლათ, რომ მსაჯმა ბოლო წუთზე თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ვფიქრობ დაძაბული მატჩი იყო და წაგებას არ ვიმსახურებდით.


გაესაუბრეთ მესის?


უბრალოდ მატჩის დროს ჩვენ ერთმანეთს მივესალმეთ.


როგორ ფიქრობთ, თქვენს წინააღმდეგ უფრო უხეშად თამაშობენ, ვიდრე მესის წინააღმდეგ?

მაგას თქვენც მიხვდებოდით ჩემი ფეხები, რომ გენახათ, მაგრამ ეგ არაფერი, მიჩვეული ვარ უკვე.


თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე, რომ მესის წინააღმდეგ ნაკლებად თამაშობენ უხეშად?


არ ვიცი. მე არ ვამბობ, რომ მესის წინააღმდეგ ცდილობენ არ ითამაშონ უხეშად. ეს თემა უფრო ექპერტების საქმეა, ვიდრე ჩემი.


როგორი აზრის ხართ იმ ადამიანებზე, რომლებიც თქვენზე ცუდათ საუბრობენ.


მე მაინტერესებს მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ჩემზე კარგად საუბრობენ. შესაბამისად მეც ვცილოდ მათ კარგი ურთიერთობით ვუპასუხო.


შეურაწყოფა მოტივირებულს გხდით?


მე არ მჭირდება შეურაწყოფა იმისთვის, რომ მოტივირებული ვიყო. ყოველთვის ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო, გავიტანო გოლები, დავეხმარო გუნდს და გავახარო გულშემატკივრები.


გსურთ სხვა პიროვნება იყოთ?

არა. ის ადაიანები, რომლებიც ცდილობენ შეურაწყოფა მომაყენონ, პირველი მთხოვენ ავტოგრაფებს. არამგონია ბევრ ადამიანს ვძულდე. უბრალოდ არსებობს ჯგუფი, რომლებსაც რაღაც მიზეზის გამო ცუდი დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ, ხოლო დანარჩენები, როგორც სულელები მათ ჰყვებიან,


როგორ ფიქრობთ, რატომ არის თქვენს მიმართ ასეთი დამოკიდებულება?

ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე, მაგრამ პასუხის გაცემა ძალიან მიძნელდება, შეიძლება იმიტომ, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ და ამასთან ერთად სიმპატიურიც


თქვენ თვლით თავს კარგ ადამიანად?


მე ყოველთვის იმას ვსაუბრობ, რასაც ვფიქრობ. არასოდეს ვიუები. ვცდილობ ყოველთვის ვიყო კორექტული. თუ ადამიანი კარგად მექცევა, ვცდილობ მეც თავაზიანობით ვუპასუხო.


ბავშვის გამოჩენამ შეცვალა თქვენი ცხოვრება?

რა თქმა უნდა. ეს ერთერთი საუკეთესო მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. თავიდან ყველაფერი უცნაურად მეჩვენებოდა, მაგრამ ნელნელა გავაცნობიერე თუ რა რას ნიშნავს შვილი. მე ყოველთვის ვოცნებობდი შვილის ყოლაზე.


როგორ ფიქრობთ, ის თქვენ დაგემსგავსათ?


დედაჩემი და ჩემი დები ამბობენ, რომ არ მგავს, თუმცა ზოგიერთი მეუბნება, რომ მე მგავს. ეს მთავარი არაა. ვფიქრობ, ის ძალიან ლამაზი ბავშვია.


როგორ ფიქრობთ, რთული მომავალი ექნება თქვენს შვილს?


ვფიქრობ, მასზე ყოველთვის იქნება ზეწოლა. ეს ცხოვრების ნაწილია. ის ცნობილი ადამიანის შვილია და უნდა შეეგუოს ამას.


ექსპერტები თვლიან, რომ კრიშტიანო რონალდო დაღლილია..

მე მშვენივრად ვგრძნობ თავს. ვფიქრობ სეზონის ბოლოს უკეთეს ფორმაში ვიქნები. რამოდენიმე თვის წინ, ცოტათი დაღლილი ვიყავი, ეხლა კი ყველაფერი კარგადაა.


უყურებთ ბარსელონას თამაშებს?

თუ სახლში ვარ და საქმე არაფერი მაქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში. სპეციალურად არასოდეს ვუყურებ ბარსელონას თამაშს. საერთოდ მიყვარს სპორტის ყურება, ხშირად ვუყურებ კალათბურთს და ტენისს.


სპორტულ გადაცემებს უფრო უყურებთ, თუ კინოებს?

ცოტ-ცოტა ყველაფერს ვუყურებ. საერთოდ არ მიყვარს დროის სახლში გატარება.


მაგრამ კლუბებში ხომ იშვიათად დადიხართ?


არა, უბრალოდ თქვენ ვერ ხედავთ. საკმაოდ ხშირად დავდივარ მასეთ ადგილებში.


რას აკეთებთ, როცა სახლში რჩებით?

წიგნებს ვკითხულობ და ინგლისურს ვსწავლობ. 23 წლის ასაკში მივხვდი, რომ სწავლა აუცილებელია. ძალიან მინდა განათლებული შვილი მყავდეს


თქვენი შვილისთვის პამპერსი გამოგიცვლიათ?

რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ ვივი, რომ ძალიან მომეწონა.


გიყვართ წიგნის კითხვა?

როცა დრო მაქვს აუცილებლად ვკითხულობ.


ხშირად ადევნებთ თვალს მსოფლიოში მომხდარ ამბებს?


როცა სახლში მოვდივარ, ყოველთვის ვცდილობ მსოფლიოში მომხდარ ამბებს გადავავლო თვალი.


დღესდღეობით, რას გაღელვებთ მსოფლიოს ამბებიდან.


ადრე ვნერვიულობდი, რაც ხდებოდა საბერძნეთში. დღესდღეობით ყურადღებით ვადევნებ თვალს ეგვიპტეში მომხდარ ამბებს.


ხშირად გთხოვენ დახმარებას?

კლუბიც და ფეხბურთელებიც ვცდილობთ დავეხმაროთ სხვადასხვა ორგანიზაციებს. შეუძლებელია ყველას ერთად დაეხმარო.


ბევრი გთხოვთ ფულს?

მეგობრები არ მთხოვენ. ჩვენ ბევრ წერილებს ვიღებთ, სადაც დახმარებას სხვადასხვა ადამიანები გვთხოვენ. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ სანტა კლაუსები ვართ, მაგრამ ეს ასე არ არის.



შემდეგ კითხვები ბავშვებმა დაუსვეს.



რატომ ვერ ეწყობიან ერთმანეთს მოურინიო და ვალდანო?


მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ისინი ყოველთვის კარგად უგებდნენ ერთმანეთს.


ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?

წელს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მესიმ მოიპოვა, ესეიგი ლიონელია დღესდღეობით საუკეთესო.


საუკეთესო კლუბი ბარსელონაა?

ბარსელონა ერთერთი საუკეთესოა. მათი დამარცხება ძალიან რთულია.


რომელი ჩემპიონატი უფრო მოგწონთ, “ლა ლიგა” თუ “პრემიერ ლიგა”?

მე ინგლისში გავატარე 6 წელი. “პრემიერ ლიგა” შესანიშნავი ჩემპიონატია, მაგრამ ვფიქრობ, “ლა ლიგა” არანაირად არ ჩამოუვარდება. ჩემი აზრით, ეს ორი ჩემპიონატი საუკეთესოა მსოფლიოში.


გაუბედავთ პერესს, პეპეს კონტრაქტის საკითხზე რჩევის მიცემას?

მე რომ რეალის პრეზიდენტი ვიყო, ხვალევე გავუხანგრძლივებდი კონტრაქტს. თუ ფლორენტინოს შევხვდები, ხუმრობით, მაგრამ მაინც ვთხოვ, გაუხანგრძლივოს პეპეს კონტრაქტი, თუმცა ასეთი თემა ფეხბურთელებს არ უნდა ეხებოდეს.


როგორი ურთიერთობა გაქვთ იკერთან?

შესანიშნავი. მე ძალიან კარგი ურთჳერთობა მაქვს მადრიდის რეალის ყველა ფეხბურთელთან.


რას აპირებთ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ?


სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე არც მიფიქრია. ვფიქრობ კიდევ 7-8 წელი ფეხბურთს ვითამაშებ და როცა კარიერას დავასრულებ, შემდეგ მოვიფიქრებ თუ რა გავაკეთო.


რომ არა ფეხბურთი, ვინ იქნებოდა კრიშტიანო რონალდო?

ფეხბურთი რომ არ ამერჩია, მთელ ჩემს დროს სწავლას დავუთმობდი. ვფიქრობ, კარგი მოსწავლე ვიყავი. მთელი დღე ფეხბურთს ვთამაშობდი, ხოლო ღამით ვსწავობდი. ფეხბურთი რომ არა ვფიქრობ, მასწავლებელი ვიქნებოდი.


ვისთან მეგობრობთ?

გუნდის ყველა ფეხბურთელთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, თუმცა კაკა, პეპე და მარსელო არიან ის ადამიანები, რომლებთანაც ყველაზე მეტ დროს ვატარებ. ჩვენ ერთი ასაკისანი ვართ და ბევრი საერთო გვაქვს. ხშირად ვიკრიბებით და ერთად ვატარებთ დროს.


რას ივით ადებაიორზე?


ემანუელი უმაღლესი დონის ფორვარდია. მე მახსოვს მისი თამაში, როცა მიწევდა არსენალის წინააღმდეგ თამაში. ვფიქრობ, ადებაიორი ის ფორვარდია, რომელიც დღესდღეობით რეალს სჭირდება. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ემანუელი ძალიან კარგი ადამიანია.


და ბენზემა?

ბენზემა ფენომენალურია. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და აგრეთვე კარგი პიროვნებაცაა. ოთხშაბათს კარიმმა ულამაზესი გოლი გაიტანა.


ვისი ხილვა გსურთ გუნდში: აგუეროს, ლორიენტეს თუ რუნის?

ვფიქრობ, დღესდღეობით რეალს არცერთი ფეხბურთელი არ სჭირდება, თუმცა სამივე უმაღლესი დონის ფორვარდებია.


წარმოიდგინეთ, რომ ფლორენტინო თქვენს აზრს ითვალისწინებს მხოლოდ. რა ტრანსფერს განახორციელებდით?

შევიძენდი ადებაიორს.


მანჩესტერი თუ რეალი?


აღფრთოვანებული ვარ “სამეფო კლუბის” კულტურით. ეს არის უდიდესი ისტორიის მქონე კლუბი. ვფიქრობ, ორივე შესანიშნავი კლუბია.


მოგწონთ მადრიდში ცხოვრება?

ძალიან ლამაზი და კონფორტული ქალაქია.


კარიერის დასრულების შემდეგ, გააგრძელებთ მადრიდში ცხოვრებას?

შესაძლებელია. ჩემს ოჯახს ძალიან მოსწონს ეს ქალაქი.


რას ივით მოურინიოზე..


ეს არის იდეალური მწვრთნელი რეალისთვის. ვფიქრობ, ის ძალიან ბევრს მიაღწევს “სამეფო კლუბში”


როგორ ფიქრობთ, დაჩება მოურინიო?

რა თქმა უნდა. ის ჩვენთან ერთად დარჩება.


რას გრძნობდით ბარსელონასთან მარცხის შემდეგ?

ეს იყო ურთულესი მატჩი ჩემს კარიერაში, მაგრამ ამ თამაშში ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ და შემდგომში აღარ დავუშვებთ იგივე შეცდომებს.


იცით როგორ დაამარცხოთ “ბარსელონა”?

მოურინიომ იცის. ჩვენც გვაქვს ამ თემაზე სხვადასხვა მოსაზრებები.


ფინალში ყველაფერი სხვანაირად იქნება?


მწვრთნელმა იცის როგორ უნდა ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ. ვფიქრობ, დაძაბული მატჩი იქნება, თჲმცა გამარჯვებას ჩვენ მოვიპოვებთ.


თქვენს კარიერაში ერთი გოლიც არ გაქვთ "ბარსელონასთვის" გატანილი..

ამ სეზონში მე აუცილებლად გავუტან ბარსელონას გოლს. შევეცდები ორივე მატჩში დავამწუხრო კატალონიელთა მეკარე.


წყარო: As
dle 10.1

  • dato818
  • 12 თებერვალი 2011
  • 2353
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)