ოზილი: "მე მომწონს გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება"

მადრიდის "რეალის" ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა - მესუთ ოზილმა ინტერვიუ ჩაწერა realmadrid.com-თან...


მადრიდის "რეალი" ამ ვიკენდზე "ესპანიოლს" ეთამაშება ბარსელონაში. რას მოელით ამ მატჩიდან?

რა თქმა უნდა რთული მატჩი იქნება. ყველა გუნდი,რომელიც მადრიდის "რეალს" ეთამაშება ცდილობს,რომ თვიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ. ისინი შეეცდებიან ძალისხმევა გამოიჩინონ და შეგვიტიონ, ჩვენ კი უნდა ვეცადოთ,რომ ამ დროს გოლები გავიტანოთ. მე დარწმუნებული ვარ,რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ ეს თამაში.

"ესპანიოლთან" თამაში ძალიან ძნელია საშინაო არენაზე. ისინი მეექვსე ადგილზე იმყოფებიან და გოლების გატანის მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვთ.რას აპირებთ წარმატების მისაღწევად ამ მატჩში?

ჩვენი უპირველესი მიზანია,რომ სამი ქულა მოვიპოვოთ მიუხედავად იმისა,რომ მძიმე მატჩი გველის. ჩვენ ბევრი დიდი ფეხბურთელი გვყავს გუნდში,ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ ეს თამაში.

ოზილი: "მე მომწონს გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება"


კრიშტიანო რონალდო არის ბომბარდირი და როგორც ჩანს თქვენ გაქვთ ძალიან კარგი ურთიერთობა მოედანზე და მის გარეთაც. როგორ უგებთ ასე კარგად ერთმანეთს თამაშისას? რამე ინსტიქტი ხომ არ გაქვთ?

ყველასთვის ნათელია,რომ ჩვენ მართლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს.ის ჩემდამი თბილად არის განწყობილი და მას შემდეგ,რაც მე მადრიდში მოვედი გვერდზე მიდგას და ყველაფერში მეხმარება - ის დიდებული ადამიანია! კრიშტიანო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა "რეალში", მას გააქვს გოლების უმეტესობა და უდიდეს ენერგიას ხარჯავს,რათა გუნდს წარმატების მიღწევაში დახმაროს. მე სრულიად აღფრთოვანებული ვარ მის გვერდით თამაშით.

ასევე დიდი მეგობრობა გაკავშირებთ თქვენ და სამი ხედირას.ორივენი გერმანელები ხართ. დაგეხმარათ ის მადრიდში დამკვიდრებაში?

რა თქმა უნდა მან მე დახმარება გამიწია,როცა მადრიდში ჩამოვედი. ის უკვე აქ იმყოფებოდა.ჩვენ ერთმანეთს უკვე კარგად ვიცნობდით გერმანიის ნაკრებიდან და ეს ძალიან დაგვეხმარა ორთავეს. ერთად ბევრ დროს ვატარებთ და ვფიქრობ,რომ მე გამიმართლა რომ აქ მასთან ერთად ვარ.

ამ სეზონში თქვენ გააკეთეთ 12 საგოლე გადაცემა და გაიტანეთ 9 გოლი.როგორც ჩანს თქვენ ეს ძალიან მოგწონთ.დამეთანხმებით?

მე რა თქმა უნდა ძალიან მომწონს გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება. ჩემთვის ორივე ერთნაირად დამაკმაყოფილებელია. მე ძალიან მიხარია,როცა თანაგუნდელს ბურთის კარის ბადეში გახვევაში ვეხმარები.

ოზილი: "მე მომწონს გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება"


თქვენ რამოდენიმე კვირის წინ გატანილი გოლის შემდეგ კლუბის ლოგოს აკოცეთ. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი რამ იყო მადრიდისტებისათვის. რას ნიშნავს თქვენთვის მადრიდის "რეალი"?

მე ვთამაშობ მადრიდის "რეალისთვის" და ვგრძნობ,რომ რაღაცით დაკავშირებული ვარ ამ კლუბთან. მე გუნდის ნაწილი ვარ და მინდა,რომ სიხარული მასთან ერთად გავიზიარო. მე ეს არ დამიგეგმავს,უბრალოდ ასე მოხდა.

და ბოლოს თქვენ გყავთ ახალი თანაგუნდელი, ემანუელ ადებაიორი,რომელიც სულ რაღაც ორი კვირის წინ მოვიდა მადრიდში. რას ფიქრობთ ამ ფეხბურთელზე?

ის მოვიდა ინგლისიდან,სადაც მას გაჰქონდა უამრავი გოლი.ის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და წინასწარ ვიცოდი,რომ გუნდს ადვილად შეეწყობოდა. ემანუელი დიდებული ადამიანია და მე მოხარული ვარ,რომ ის "რეალშია".


ინფორმაციის წყარო:realmadrid.com dle 10.1

  • wishmaster
  • 12 თებერვალი 2011
  • 2079
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (64)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)