მოურინიოს ინტერვიუ

მოურინიოს ინტერვიუ

როგორც მოგეხსენებათ, realmadrid.tv-მ ჟოზე მოურინიოსთან ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს მცირე ამონარიდს.


- გილოცავთ პირველ ფინალს მადრიდის რეალის მწვრთნელის რანგში.გუნდის პროგრესი აშკარაა. გულშემატკივრები კმაყოფილნი არიან და ძალიან სურთ, რომ გუნდმა პირველი ტიტული აპრილშივე მოიპოვოს. კმაყოფილი ხართ ამ შედეგით?

- ვფიქრობ, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ უფრო მეტს მივაღწევთ. როცა ჩელსის ვწვრთნიდი, ამ პერიოდში, ზუსტად ასეთი შედეგი მქონდა, მაგრამ მიღწეულზე არ გავჩერდი და ბევრად მეტს მივაღწიე. ჩემი ფეხბურთელებისგან უფრო მეტს მოვითხოვ. დამერწმუნეთ, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი.


- იანვრის თვეში “რეალმა” ჩაატარა 9 შეხვედრა, რამაც ძალიან იმოქმედა ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობაზე. როგორ ფიქრობთ, "კოპა დელ რეიზე" მოპოვებული წარმატებები სასარგებლოდ წაადგება გუნდს?

- ჩვენ საკმაოდ ახალგაზრდა კოლექტივი გვყავს. სამეფო თასზე ფეხბურთელებმა დიდი გამოცდილება მიიღეს, რომელიც დარწმუნებული ვარ, გამოადგებათ ჩემპიონთა ლიგაზე. "ატლეტიკოსთან" მნიშვნელოვი იყო, რომ პირველი შეხვედრა ჩატარდა “სანტიაგო ბერნაბეუზე”, ჩვენ მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება და გადამწყვეტ შეხვედრაში უკვე თავდაჯერებულნი ვიყავით. "სევილია" შედარებით მარტივად დავამარცხეთ, თუმცა ფეხბურთელებმა დიდი გამოცდილება მიიღეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წინ ურთულესი მატჩები გველის.


- თქვენ მუშაობთ ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც არიან: რონალდო, კაკა, დი მარია და ოზილი. თქვენი კარიერის მანძილზე, ძალიან ბევრ უმაღლესი დონის ფეხბურთელთან გიმუშავიათ, მაგრამ ამის მიუხედავად, გაკვირვებთ თუ არა ამ ფეხბურთელების ტეხნიკური შესაძლებლობები?


- რა თქმა უნდა. მათი ყოველი შეხება ბურთთან, აღფრთოვანებას იწვევევს გულშემატკივრებში. მე მწვრთნელი ვარ, მაგრამ მე ასევე ფეხბურთის მოყვარული ადამიანიც ვარ. რა თქმა უნდა, მსიამოვნებს ლამაზი თამაშის ყურება, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ ეს ფეხბურთელები პირველ რიგში არიან გუნდური მოთამაშეები, სწორედ ამიტომ ვაფასებ მათ.


- როგორ აღწერთ მადრიდის რეალს ერთი სიტყვით?


- უზარმაზარი… მაგრამ ძალიან რთული (სიცილი)


- თქვენ თავს როგორ აღწერთ ერთი სიტყვით?

- ძალიან რთული (სიცილი)


- რატომ გიწოდებენ "განსაკუთრებულს"?

- ეს ყველაფერი დაიწყო ხუმრობით. როცა ჩელსის მწვრთნელი გავხვდი, რამდენიმე დღის წინ, ჩემპიონთა ლიგა მქონდა მოგებული. ინგლისში კი არსებობს ასეთი წესი, ინგლისური კლუბის მწვრთნელი უნდა იყოს უმაღლესი დონის პროფესიონალი, რათა წარმატებას მიაღწიოს. მეც ეს კითხვა დამისვეს, ვარ თუ არა ჩემი საქმის პროფესიონალი. მე ვუპასუხე, როგორ შეგიძლიათ ეს კითხვა დამისვათ. რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. მე “განსაკუთრებული” მწვრთნელი ვარ.



წყარო: RealMadrid.com
dle 10.1

  • dato818
  • 11 თებერვალი 2011
  • 2418
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)