პაროდიული სკეტჩები

პაროდიული სკეტჩები

მიმდინარე კვირის სკეტჩები გადაცემა "Crackòvia"–დან, რომელიც მიეძღვნა "მადრიდის რეალისა" და "რეალ სოსეიდადის" თამაშს, ასევე ურთიერთობას მოუს, ფლორენტინო პერესსა და ვალდანოს შორის. აქვე შემოგვთავაზეს ერთი დღე მესუთ იოზილის ცხოვრებიდან. პირველად ვიხილეთ კარიმ ბენზემაც.


სრ: მისტერ, როგორ მოხდა, რომ დღეს არ ვთამაშობ?

ჟმ: იმიტომ რომ, შენ საკმარისზე მეტი ბარათი დაგიგროვდა.

სრ: მან თქვა, რომ ზომაზე მეტი ბარათები დაგროვებისთვის? მაგრამ მე არც ერთი მათგანი არ მაქვს, ყველა არბიტრების საკუთრებაშია.

კბ: მისტერ, მისტერ, როგორ მოხდა, რომ მე არ ვთამაშობ?

ჟმ: იმიტომ რომ შენ ძალიან ბევრი შეცდომა დააგროვე ან ერთი სიტყვით, მაგარს ჭედავ.


პაროდიული სკეტჩები


სრ: შეხედეთ მისტერ, კრიშტიანო მეგობრებს იჩენს.

კრ: და ვინ ხარ შენ? რამდენს გამოიმუშავებ? დარწმუნებული ვარ, რომ ბანკში (ესპანეთის ბანკი) 200 მლნ. ევრო აღარ გექნება.

სრ: კრიშტიანო ფლორენტინოს გავს. გესმის კარიმ? ჰაჰა, შენი სახელია კარიმი, ეს "კარიმსიმო" (ჟღერს, როგორც “carísimo”, რაც ესპანურად ძალიან ძვირადღირებულს ნიშნავს.)

ჟმ/სრ/კბ: გადაცემა გააკეთე კრიშტიანო! დაარტყი! რას აკეთებ?

კრ: ეს იმიტომ, რომ მე ჰეთრიკის შესრულება მინდა იმ იდიოტი მესივით. ვერ ავიტან ის რომ პიჩიჩის ტიტულს დაეუფლოს!

ჟმ: მე შემიძლია ამ პრობლემის მოგვარება! სარკის ტექნიკა! ბიჭებო მოდით აქ!

ბიჭებო ეს სარკეები თქვენი სახის წინ დაიჭირეთ. როცა კრიშტიანო დაგინახავთ, ის იფიქრებს, რომ საკუთარ თავს ხედავს და პასს მოგცემთ. იჩქარეთ, ის მოდის!


პაროდიული სკეტჩები


კრ: რა მშვენიერი ფეხბურთელია! ეს 21-ე საუკუნის დი სტეფანოა, ოჰ, შეიძლება რომ გაკოცოთ?

ჟმ: არა! არა, არა შენ კოცნა არ შეგიძლია. ერთადერთი, რაც უნდა მისცე ბურთია. გადააწოდე ბურთი მას.

კრ: რა თქმა უნდა!

ჟმ:კარგით, დავიწყოთ თამაში! მიდით, მიდით, მიდით!

ჟმ: რა საშინელი ხმაა?

სრ:ეს არაფერია მისტერ. ლუის კანუტი პინტო პელოტაზე დაწყებას აპირებს.

კმ: მისტერმა კანალესი ჩემზე წინ დააყენა. ვაპირებ ჩემი თავი შევწირო, ისევე, როგორც ამას ეგვიპტეში აპირებენ.

სრ: არა, ეს არ გააკეთო. დარწმუნებული ვარ "მწმენდავი" დღეს ვერ ითამაშებს და გოლსაც ვერ გაიტანს.

ჰეი კრიშტიანო, ჩვენ დღეს მოვიგეთ, ღმერთის დახმარებით!

კრ: არა, ღმერთის დახმარებით კი არა, ჩემი დახმარებით. მე გავიტანე ოთხივე გოლი.

სრ: რა? შენ რა, ოზილივით ორმაგად ხედავ? შენ ოთხი გოლი კი არ გაიტანე, არამედ შენ გაიტანე.... ორი.

კრ: მე ოთხჯერ შევაგდე, ვინაიდან ყველა ფეხბურთელი მე მგავდა, ასე რომ ოთხივე გოლი ჩემს ანგარიშზეა.

ჟმ: ეს სიმართლეა. მან ოთხი გოლი გაიტანა.

სრ: რატომ იცავ მას ისე, თითქოსდა ის შენი შვილი იყოს?

ჟმ: ეს იმიტომ, რომ ის ჩემი შვილია...

კრ: მადლობა მამიკო.

ჟმ: ეხლა , მომიტევეთ მაგრამ, ფლორენტინოს სურს ჩემთან საუბარი და ოფისში მელოდება.


პაროდიული სკეტჩები


ჟმ: პრეზიდენტო , ჩემი ნახვა გინდოდათ? ის აქ რას აკეთებს?

ფპ: ხორხე ჩემი მარჯვენახ ხელია ბიჭო. მასსა და ჩემს შორის არანაირი საიდუმლო არაა.

ხვ: მას ჩემთან დასამალი არაფერი აქვს, მაგრამ შენთან საიდუმლო კი აქვს!

ფპ: საკმარისია! ასე გაგრძელება შეუძლებელია. ჩვენ მეორე ადგილზე ვართ, "ბარსელონას" შვიდი ქულით ჩამოვრჩებით. რას შეგიძლია ყველაფერი გააკეთე, როგორც მწვრთნელმა, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ. მინდა, რომ მომდევნო კვირისთვის "მადრიდის რეალი" იყოს ლიდერი.

ჟმ: პირველ ადგილზე?! ეს შეუძლებელია. თუ ჩვენ მეორე ადგილზე დავასრულებთ, ჩვენთვის ეს ტრაგიკული არ იქნება, როგორც გუშინ განვაცხადე.


პაროდიული სკეტჩები


მპ: მე ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, თუ რა თქვა პრესამ. შემომხედეთ მე, კლუბმა ქულათა სარეკორდო მაჩვენებელი დააგროვა ჩემი ხელმძღვანელობით და მე კი დღეს აქ ვარ.

ხვ: ანალოგიური რამე მჭირს მეც. მე საუკეთესო ესპანელი მწვრთნელი ვიყავი, ამჟამად კი...

ფპ: შენ იცი, რომ ჩემი ფავორიტი მწვრთნელი ხარ, არა?

მპ: როცა მან მე გადამიბირა, მეც ანალოგიური რამე მითხრა.

ხვ: და ეხლა უკვე ჩვენ არავის არ ვახსოვართ.

ფპ: მაგრამ, ვერ ამჩნევ, რომ "მადრიდის რეალში" ხელშეუხებელი არავინაა. ჟოზე , რისი თქმა მინდოდა, შენ ლიგა უნდა მოიგო, თუ არა და...

ჟმ: თუ არა რა?

ფპ: მოკლედ, თუ არა, მხოლოდ ერთი გამოსავალი დაგვრჩება, არ ვიცი გესმის თუ არა.

ჟმ: რა თქმა უნდა.

მპ: კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ კლუბში!

ჟრ: რა სურპრიზია!

ხვ: პრესი, მე ხომ გითხარი, რომ მოურინიოს დაქირავება ცუდი იდეა იყო!

ფპ: ეს აუტანელია, მოვითხოვ სასწრაფოდ დამიბრუნოთ უკან ჩემი სკამი!

მპ: ეხლა უკვე იცი, თუ რას ნიშნავს, როცა თავს გჭრიან!

ჟმ: სიჩუმე! კონცენტრაცია არ შემიძლია!

ჟრ: რა ხასიათია!




ერთი დღე მესუთ ოზილის ცხოვრებიდან:

ნ: "მადრიდის რეალის" ფეხბურთელი მესუთ ოზილი დაჯილდოებულია ნიჭით, რომელიც მას აძლევს საშუალებას წინასწარ განჭვრიტოს, თუ რა სცენარით განვითარდება თამაში .

სრ: რატომ გადააწოდე ბურთი იმ მხარეს? შენ ბურთი ერთ–ერთ მათ მცველს მაორტყი!

მო: იმიტომ რომ მცველი შეცდომას დაუშვებს... ეხლა ბურთი მას თავზე გადააფრინდება, მეკარეს გაექცევა და გოლიი!!!!

სრ: ?

მო: ოზილ

სრ: ან არა. მაგრამ როგორ ხედავ ყველაფერ ამას?


პაროდიული სკეტჩები


მო: ოჰ, მოერიდე მტრედებს, შენთვის რაღაცის სროლად აპირებენ.

სრ: რა მტრედებს?

ნ: მან ეს უნარ–ჩვევები საწვრთნელ ვარჯიშებზე გამოიმუშავა.

მო: Wally იქ არის, კიდევ იქ და იქ...

ნ: ამ უნარის წყალობით, ოზილს შეუძლია ერთდროულად სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემების ნახვა.

მო: არა , არა ეს არ გააკეთო! ჰაჰაჰა, რაოდენ დიდებულია Crackòvia!!!! და ა.შ.

ნ: რა ექსტრაორდინალური ხედვაა...

მო: ეს უკანალი შიმშილის გრძნობას მიჩენს...

ნ: თუმცა ძირითადად არა...


dle 10.1

  • shvela
  • 10 თებერვალი 2011
  • 2897
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)