ადებაიორი: "მოუსთან მუშაობა ძალიან ადვილია"

ემანუელ ადებაიორმა ვალდებასაზე პრესკონფერენცია ჩაატარა...


"მე ძალიან მოხარული ვარ,რომ 2 გოლი გავიტანე. მე თავდაუზოგავად ვიმუშავებ ყოველდღე,რომ გუნდს დავეხმარო გამარჯვებაში.ძალიან ადვილია ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა. ის არის შესანიშნავი ადამიანი და იგი აძლიერებს ჩემს თამაშს. მოუს აქვს საკუთარი გზა ადამიანებთან მუშაობაში. ის ჩვენ გვიჩვენებს თუ რისი გაკეთებაა უკეთესი."

"ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ყველა ტიტულს მოვიგებთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს,რადგან ისინი მე მეხმარებიან ადაპტაციის გავლაში. გრანერომ, რამოსმა, რონალდომ, პეპემ, მარსელომ და სხვებმა კარგად იციან ინგლისური და ისინი ადვილად მიგებენ მე და მე ადვილად ვუგებ მათ. ძალიან მიხარია,რომ აქ ვარ."

"კრიშტიანო რონალდო ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მე შემიძლია გითხრათ,რომ ის თავდაუზოგავად ვარჯიშობს დარბაზში,რადგან ოპტიმალურ ფორმაში იყოს. მე მიმაჩნია,რომ ის ბევრ დარტყმას ღებულობს თამაშისას,რადგან მის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებენ. რაც შეეხება პეპეს,ის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია მსოფლიოში."

"მე მიხარია,რომ საფრანგეთში ვბრუნდები. "მონაკოდან" წამოსვლის შემდეგ ფრანგულ კლუბს არასდროს შევხვედრივარ. "ლიონი" ძალიან კარგი გუნდია,მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა გავიდეთ შემდეგ რაუნდში.ჩვენ უნდა ვითამაშოთ მხოლოდ მოგებაზე."

"ტერორისტთა თავდასხმამ ტოგოს ეროვნულ ნაკრებზე ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა,მაგრამ მე მოხარული ვარ,რომ დღეს აქ ვარ.საბედნიეროდ მე ორივე ფეხი მთელი მაქვს და ფეხბურთის თამაში შემიძლია. ხშირად ჩამესმოდა ყურში ტყვიების ზუზუნი,მაგრამ ეს რთული მომენტი მე გადავლახე და ახლა მზად ვარ თავდაუზოგავად ვიმუშავო."


ინფრომაციის წყარო: realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)