რელანო:"არაფერია გამორიცხული"

დღეს ესპანელმა ექსპერტმა ალფრედო რელანომ "პრიმერა დივიზიონზე" ისაუბრა. მისი თქმით, გამორიცხული არაფერია, ვინაიდან "ლა ლიგა" არაპროგნოზირებადი ჩემპიონატია. მან, აგრეთვე განიხილა ტოგოელი ფორვარდის ემანუელ ადებაიორის ტრანსფერიც, რომელიც მადრიდის "რეალმა" განახორციელა.


"მიმდინარე სეზონის მიხედვით, "ბარსელონა" უფრო კარგ ფორმაშია, ვიდრე მოურინიოს კლუბი და ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება, თუმცა "ლა ლიგა" ძალზედ არაპროგნოზირებადი ჩემპიონატია და ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. დარწმუნებული ვარ, რომ "რეალი" ბოლომდე იბრძოლებს "პრიმერას" ტიტულისთვის, რომელიც მეტად ფასეულია მადრიდელებისთვის. მესი, ხავი, ვილა, ინიესტა და კიდევ სხვა "კულეს" მოთამაშეები, უბრალოდ შეუდარებლები არიან, მაგრამ "ბლანკოსის" ფეხბურთელები კატალონიელებს არაფრით ჩამოუვარდებიან. აფელაი შესანიშნავი შენაძენია პეპ გუარდიოლასთვის და ვფიქრობ, რომ სანდრო როსელიმ სწორე გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც იგი გადაიბირა".

"ქარიმ ბენზემა კლუბს ვერ შეეწყო და სავარაუდოდ იგი ზაფხულში სხვაგან განაგრძობს ასპარეზობას. ფრანგის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ამ დროისთვის იდეაში ემანუელ ადებაიორი ჯდება. ტოგოელი ფორვარდის ტრანსფერი გამართლებულად მიმაჩნია, ვინაიდან შავკანიანმა სამ გამართულ შეხვედრაში ბევრი კარგი თვისება გამოავლინა. მაგალითად 6 ნომერი ძალიან ბევრს მოძრაობს, მიზანდასახულია, ბოლონდე იბრძვის, რაც თავდამსხმელისთვის უმნიშვნელოვანესია".

ინფორმაციის წყარო: Sport.Es dle 10.1

  • vene
  • 9 თებერვალი 2011
  • 2590
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)