მაურისიო:"გამარჯვება შეგვიძლია"

დღეს "ესპანიოლის" არგენტინელმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ "რეალის" დამარცხება შესაძლებელია, ვინაიდან კატალონიელები თამაშობენ საკუთარ არენაზე.


"წინ გველის უმნიშვნელოვანესი და მეტად დაძაბული შეხვედრა, რომელშიდაც მადრიდის "რეალის" დამარცხებას შევეცდებით. როგორც ხედავთ, "ესპანიოლი" თანდათანობით შედის ოპტიმალურ და განუმეორებელ ფორმაში. შეხვედრებს ძალიან ხშირად ვიგებთ, რაც დიდ წარმატებას მოგვიტანს. სეზონის სტარტში ყველას ეგონა, რომ ჩემი გუნდი ერთ–ერთი აუტსაიდერი იყო, თუმცა ე.წ "პარაკესები" ესპანეთის "პრიმერა დივიზიონის" მეექვსე ადგილზე იმყოფებიან".

"ჩვენ გვყავს ქომაგები და მათზე საკმაოდ ბევრი რამაა დამოკიდებული. გამარჯვებისთვის საჭიროა შრომა და თავდადება. ბიჭები ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებიან და ცდილობენ, რომ უფრო კარგი შედეგი აჩვენონ. "ლურჯებში" ვხედავ ენთუზიასმსა და მონდომებას, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. "რეალის" დამარცხება ნებისმიერი კლუბისთვის ძნელია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არა და ეს არაერთ შეხვედრაში დამტკიცდა".

"საკუთარ არენაზე თავს არ შევირცხვენთ. ბილეთები სრულიად გაყიდულია და სტადიონი ჩვენი გულშემატკივრებით გაივსება, რაც დამატებითი სტიმულია. "რეალთან" გახსნილი თამაშის ჩვენებას ნამდვილად არ ვაპირებ, წინააღმდეგ შემთხვავაში მათი შეტევების შეჩერება გაგვიჭირდება".

მცირე ინფორმაცია "ესპანიოლზე":
სრული სახელი: კატალონიის ესპანიოლი
ზედმეტსახელი: "პარაკესები", "სოსიეიდები", "ლურჯები"
დაარსების თარიღი(ადგილი): 1900 წლის 28 ოქტომბერი, სოსიედედი
სტადიონი: ესტადიო კორნელა ელ–ფართი
სტადიონის მდებარეობა: კატალონია, ბარსელონა
სტადიონის ტევადობა: 40 500
პრეზიდენტი: დანიელ სანჩეზი
მწვრთნელი (მენეჯერი): მაურისიო პოჩეტინო

ინფორმაციის წყარო: Sport.Es
dle 10.1

  • vene
  • 8 თებერვალი 2011
  • 2161
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)