ბატისტა:"მესი და რონალდუ განსხვავდებიან ერთმანეთისგან"

დღეს არგენტინის მთავარმა მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ პორტუგალიასთან მატჩზე ისაუბრა, სადაც იგი რონალდუსა და მესის თემასაც შეეხო. მწვრთნელის თქმით, ორივე ფეხბურთელი ერთმანეთისგან განსხვავდებიან.


"წინ გველის პრინციპული შეხვედრა, რომელშიდაც პორტუგალიის დამარცხება მოგვიწევს. "წითლები" საკმაოდ კარგად თამაშობენ და სწორედ ამიტომ, მათი დამარცხება გაგვიჭირდება".

"ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება, რომ კრიშტიანუ და ლიონელი მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეები არიან. რონალდუ და მესი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა მათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნი გააჩნიათ. ლეოს გასაოცარი დრიბლინგი აქვს, კარგი მოედნის ხედვა და მარცხენა ფეხით იგი შეუდარებელია, მაგრამ 10 ნომრის თანაგუნდელები ძალზედ კარგად ეწყობიან მას, რაც განაპირობებს არგენტინელის სიძლიერეს".

"მადრიდელთა უდაო ლიდერი კრიშტიანუ რონალდუა და ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. მას ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია, რასაც კი მოინდომებს. 7 ნომერი ძალიან ბევრს შრომობს და ამის გამო მას დიდ პატივს ვცემ. სისწრაფეში, ტექნიკაში, დარტყმაში და პიზიკურ მონაცემებში მას ბადალი არ ჰყავს, თუმცა პორტუგალიელს ბევრი უარყოფითი თვისებებიც გააჩნია. ზემოთხსენებული ორივე მოთამაშე უნაკლოა და იდეალურად დომინირებენ მწვანე მინდორზე, თუმცა მე მაინც "ბარსელონის" მამოძრავებელ ძალას გამოვარჩევდი".

ინფორმაციის წყარო: Marca.Com dle 10.1

  • vene
  • 8 თებერვალი 2011
  • 2589
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)