შეთნხმება მიღწეულია

გუშინ მადრიდში საუდის არაბეთის პრინცი ხალედ ბინ სალმანი იმყოფებოდა. როგორც იცით ის და ფლორენტინო პერესი არაბულ ქვეყანაში საფეხბურთო აკადემიის აშენებას გეგმავენ....


შეხედრა "ბერნაბეუს" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მას ფლორენტინო პერესისა და პრინცის გარდა მადრიდის "რეალის" ფონდის დირექტორი ენრიკე სანჩესი და პრინც სალმანის ფონდის წარმომადგენელი საად ალფოზანი ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ დონ ფლორენტინომ არაბ სტუმრებს "ბერნაბეუ" დაათვალიერებინა.

ახალი აკადემია 300 ბავშვზეა გათვალისწინებული და იგი დაეხმარება ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცებას.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მადრიდის "რეალისთვის",რადგან სწორედ "ბლანკოსის" ფონდი აწარმოებს ამ მშენებლობას. ფლორენტინო პერესმა ამის შესახებ შემდეგი განცხადება გააკეთა:

"ჩვენ შევქმნით აკადემიას,სადაც არამარტო ფეხბურთს ასწავლიან ბავშვებს,არამედ მათ საშუალება ექნებათ ისწავლონ კალათბურთის თამაშიც. სპორტი არის უნივერსალური ენა და იგი ემსახურება ცხოვრების ჰარმონიასა და პროგრესს.ეს პროექტი ჩვენ გვაძლევს საშუალებას ვითანამშრომლოთ საუდის არაბეთთან,რაც ძალზედ სარფიანია. მადრიდის "რეალს" 68 აკადემია აქვს 32 ქვეყანაში. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ეს რიცხვი 153-მდე გავზარდოთ წლის ბოლომდე,სადაც 28 000 ბავშვი მოემზადება."

საად ალფოზანმა პერესის განცხადებას ორიოდე სიტყვა შემატა: "ძალიან მოხარული ვარ,რომ მე მოწმე ვარ ამ ორი ფონდის თანამშრომლობისა.ჩვენთვის ძალზედ საპატიოა,რომ ასეთი სახელოვანი კლუბის ფონდთან ვაწერთ ხელშეკრულებას ხელს."

პერესმა სიტყვა გააგრძელა:"ტიტულები და ტრიუმფი მნიშვნელოვანია "რეალისთვის",მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საქველმოქმედო აქტებიც. "ბლანკოსმა" ყველა არენაზე უნდა მიაღწიოს წარმატებას. ეს გარიგება არის ჩვენი მოვალეობა და ყოველივე ამას მოაქვს უსაზღვრო კმაყოფილება."


ინფრომაციის წყარო: realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)