მილანს პედრო ლეონი სურს

ბოლო დროს ხშირად შევხვდებით ინფორმაციას, იმის შესახებ რომ პედრო ლეონის შეძენას მილანი აპირებს. როგორც ვიცით ლეონსა და გაგოს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მოურინიომ ორივე ფეხბურთელი ვარჯიშიდან გააძევა და განაცხადს მიღმა დატოვა. არ არის გამორიცხული ამით ისარგებლოს მილანის ხელმძღვანელობამ და განახორციელოს ტრანსფერი.


milannews.it - ის ცნობით იტალიის ჩემპიონატის ლიდერი სერიოზულად არის დაინტერესებული ესპანელი ფეხბურთელით და ივნისში შეეცდებიან ამ ტრანსფერის გაჩარხვას. გავრცელებული ხმების მიხედვით მოურინიომ პედროს უკვე უთხრა დაიწყოს ახალი გუნდის მოძებნა, რადგან იგი არ აპირებს მის გუნდში გაჩერებას. კლუბის ხელმძღვანელობა კი უარყოფს ამ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის არანაირი კონფლიქტი არ არის.

ზემოთ ხსენებული საიტის მიხედვით, ფეხბურთელის მილანში გადასვლის ალბათობა ძალიან მაღალია, რადგან პერესსა და გალიანის შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა და შესაბამისად მეგობრებმა შესაძლოა შეთანხმებას მარტივად მიაღწიონ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც რეალს პედრო ლეონის პოზიციაზე უამრავი უფრო ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს, როგორც ძირითად შემადგენლობაში, ასევე კასტილიაში. dle 10.1

  • SunSay
  • 7 თებერვალი 2011
  • 1911
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)