ევროპის ბომბარდირები

მიმდინარე სეზონი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა რონალდოსა და მესისათვის. მათ ანგარიშზე 24-24 გოლია (ეს არის ოფიციალური ინფორმაცია!!!) და როგორც ჩანს მათი დამწევი ევროპაში არავინაა.


ოქროს ბუცს სავარაუდოდ ამ ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი აიღებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ევროპული ფეხბურთის სხვა თავდამსხმელები, მიუხედავად იმისა რომ სხვაობა მათ შორის ძალიან დიდია არაფერია გამორიცხული, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბერბატოვს თამაშში 5 გოლის გატანაც შეუძლია. სწორედ ბულგარელი ფეხბურთელი ლიდერობს პრემიერ ლიგას 19 გატანილი გოლით, მას უკან კარლოს ტევესი მოსდევს 18 ბურთით. ბუნდესლიგაში ბრწყინვალედ ასპარეზობს მარიო გომესი. ბაიერნის თავდამსხმელს 16 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 15 გოლით გერმანიის ჩემპიონატის მეორე ფორვარდი ფრაიბურგის ფეხბურთელი სისე არის. სერია ა-ში ნაპოლელ კავანის 18 გოლი აქვს გატანილი და ერთპიროვნულად ლიდერობს იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას, თუმცა მას 2 გოლით ჩამორჩება უდინეზეს კაპიტანი დი ნატალე, რომელსაც 16 გოლი დაუგროვდა მიმდინარე სეზონში. საფრანგეთის საუკეთესო თავდამსხმელი ლილის ფეხბურთელი სოუ არის, რომელსაც 16-ჯერ აქვს მეტოქეთა კარი დალაშქრული, მეორე ადგილზე 13 გოლით პსჟ-ს ფორვარდი ნენე არის.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ამ გათამაშებას ლიონელ მესი და მარიო გომესი ლიდერობენ 6-6 გოლით. ხოლო კრიშტიანო რონალდომ მიმდინარე სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში 4-ჯერ მოახერხა მეტოქეების დამწუხრება.

ჯერ-ჯერობით ოქროს ბუცის მოგების კანდიდატი ლიონელ მესია, რომელსაც 30 გოლი აქვს გატანილი, მას მოსდევს კრიშტიანო რონალდო 28 გოლით, პორტუგალიელის შემდეგ კი მარიო გომესია 22 გოლით. dle 10.1

  • SunSay
  • 7 თებერვალი 2011
  • 3325
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)