ჟუნინიო: "რონალდო ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელია"

როდესაც ჟუნინიოს სახელს გავიგებთ, პირველ რიგში მისი ჯარიმები გვახსენდება. მას შეეძლო მოედნის ნებისმიერი წერტილიდან ისე დაერტყა ჯარიმა, რომ ამას მეტოქის კართან დიდი ხიფათი მოჰყოლოდა. ჯარიმის შესრულების მისი მანერა კრიშტიანო რონალდომ და დიდიერ დროგბამ კარგად აითვისეს, თუმცა ერთი განსხვავებით რონალდომ უფრო დახვეწა ბრაზილიელი ფეხბურთელის სტილი. 36 წლის ფეხბურთელი ჟურნალისტებთან საუბრისას მადრიდის რეალის ფეხბურთელიც შეაფასა.


"როდესაც ლიონში ვთამაშობდი ჩემი სახიფათო ჯარიმები გუნდს ხშირად ეხმარებოდა წარმატების მოპოვებაში. ახლაც არიან გამოცდილი ბრაზილიელი ფეხბურთელები რომლებიც ჩემზე უკეთესად ურტყამენ ჯარიმას, მაგალითად რობერტო კარლოსი და რონალდინიო. რაც შეეხება მსოფლიოში საუკეთესო ჯარიმების შემსრულებელს, ამჟამად რონალდოს კონკურენტი არ ჰყავს. ის შესანიშნავად ასრულებს დარტყმას... ტექნიკურად, ძლიერად და გამიზნულად."

"ყატარში ფეხბურთის განვითარების სწორ გზას ადგანან, ცოტა ხნის წინ აქ ძალიან სუსტი ადგილობრივი ლიგა იყო, თუმცა ბოლო დროს ხარისხმა მოიმატა, რაც მისასალმებელია. 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება კი უფრო მეტად განავითარებს საფეხბურთო ინფრასტრუქტურას."

"მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია და ლიონს ძალიან რთული მისია აქვს შესასრულებელი. მოურინიოს მოსვლის შემდეგ თეთრები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და ჩემი ყოფილი კლუბისთვის ძნელი იქნება შემდეგ ეტაპზე გასვლა, თუმცა მათ იციან როგორ უნდა შეხვდნენ მადრიდის რეალს და რაც მთავარია ლიონის ფეხბურთელებს აქვთ ფსიქოლოგიური უპირატესობა, რადგან რამდენჯერმე მათ მადრიდის რეალი გამოთიშეს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან." dle 10.1

  • SunSay
  • 7 თებერვალი 2011
  • 2904
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)