ვალდანო: "ახალი დი სტეფანო რონალდოა!"

მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა კიკე სანჩეს ფლორესმა განაცხადა, რომ მესი ახალი დი სტეფანოა. რეალის ექსფეხბურთელის განცხადება, თეთრების ამჟამინდელმა სპორტულმა დირექორმა ვალდანომ არ მოიწონა და გამოეხმაურა მას. ხორხეს აზრით მესი კი არ არის ახალი დი სტეფანო, არამედ რონალდო.


"ახალი დი სტეფანო რონალდოა და არა მესი! ჯერ მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ კრიშტიანოც თეთრ მაისურს ატარებს და იმ კლუბის ღირსებას იცავს, რომელის ისტორიასაც თავის დროზე ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი წერდა. რონალდო დი სტეფანოა 21 საუკუნეში, სწორედ იგივეს აკეთებს პორტუგალიელი რასაც დონ ალფრედო მეოცე საუკუნეში აკეთებდა."

"რონალდო კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ფეხბურთელია. მან წლინახევრის მანძილზე მოახერხა და გადაწერა რეალის ისტორია. რონალდო გუნდის ლიდერია და მისი სხვა ფეხბურთელებთან შედარება არ ღირს, უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ მესიც და კრიშტიანოც უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან და მათთვის საამაყოა ლა ლიგაში ერთმანეთისათვის კონკურენციის გაწევა. ამ ყველაფრით ესპანეთის ჩემპიონატს ინტრიგა ემატება."

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მესიმ ატლეტიკოსთან ჰეთტრიკი შეასრულა, ხოლო რონალდომ დუბლი სოსიედადთან ამ გოლებით პორტუგალიელს და არგენტინელს 24-24 გოლი დაუგროვდა.

ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს 9 თებერვალს ეროვნული ნაკრების მაისურებით დაუპირისპირდებიან და შეეცდებიან გაარკვიონ ვინ არის საუკეთესო.

ინფორმაციის წყარო: EuroSport dle 10.1

  • SunSay
  • 7 თებერვალი 2011
  • 2311
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)